გიორგი მარგველაშვილი - ბიძინა ივანიშვილი გამოვიდა და დაგვპირდა, რომ ერთ წელიწადში ყველაფერს  დაალაგებდა და ჩვენ ვნახეთ ამ დალაგების ძალიან აქტიური ზაფხული

თუ რომელიმე პოლიტოლოგს, პოლიტიკოსს, იურისტს ეს სამართლებრივ სახელმწიფოდ მიაჩნია, მაშინ რას ვანგრევდით ამ საბჭოთა კავშირს, ოქროსავით ვცხოვრობდით იმ საბჭოთა კავშირში, ბატარეები გვქონდა ცხელი წყლით, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში შერჩევითი სამართალია.

„ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი გამოვიდა და დაგვპირდა, რომ ერთ წელიწადში ყველაფერს თავის ადგილზე დაალაგებდა და ჩვენ ვნახეთ ამ დალაგების ძალიან აქტიური ზაფხული. დალაგების ფორმა არის - ტელევიზიებმა უნდა შეცვალონ სარედაქციო პოლიტიკა, უნდა ამოღებულ იქნას 11 წლის წინ რაღაც გარიგებები, ვითომ პრობლემური. ის, რომ ეს არის შერჩევითი სამართალი, ვისაც ეჭვი ეპარება, კი ბატონო. პრობლემები შეექმნას ტელევიზიებს, პრობლემები შეექმნას ბიზნესს, იმ შემთხვევაშიც კი, როცა სტრატეგიული ობიექტების განვითარებაზეა საუბარი და და დაჭერილი იქნეს ხალხი. ეს არის დალაგების ფორმულა. ეს არის, რასაც მე რამდენიმე თვის განმავლობაში ვხედავ. თუ ეს არ არის ავტორიტარიზმისკენ გადაგმული ნაბიჯები და თუ რომელიმე პოლიტოლოგს, პოლიტიკოსს, იურისტს მიაჩნია ეს სამართლებრივ სახელმწიფოდ, მაშინ რას ვანგრევდით ამ საბჭოთა კავშირს, ოქროსავით ვცხოვრობდით იმ საბჭოთა კავშირში, ბატარეები გვქონდა ცხელი წყლით და ასეთი უმუშევრობა არ იყო. თუ ვინმეს მაიჩნია, რომ ეს არის სამართლებრივი სახელმწიფო... ავტორიტარულ სახელმწიფოში თუ ვინმეს ჰგონია, რომ ლინჩის წესით უმასპინძლდებიან ადამიანებს, არა. იქაც სასამართლოა და იქაც სასამართლო ფორმალურად არსებობს“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

იხილეთ ვიდეო:

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა