გიორგი მარგველაშვილი – ძალიან იმედგაცრუებულს ძალიან დიდი იმედი მომეცა 20 და 21 ივნისის შემდეგ

ძალიან იმედგაცრუებულს ძალიან დიდი იმედი მომეცა 20 და 21 ივნისის შემდეგ. რაც ვნახე იყო - ახალი და ჯანსაღი, სრულიად განსხვავებული, სრულიად სხვა ღირებულებებით, ძალიან მართალი, რომელმაც ძალიან ბევრი რამე შეძლო, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, პოლიტიკაში მთავარი ბალანსის დაცვაა და არა მაინცდამაინც, ახალი ძალის მოძებნა.

„გინდა ახალი იყოს, გინდა ძველი, ამ შემთხვევაში პოლიტიკაში არ ვეძებთ მაინც და მაინც მხოლოდ ახალს და ჯანსაღს, ჩვენ ვეძებთ ბალანსს, ახლებიც ვიყავით, ჯანსაღებიც ვიყავით „ქართულ ოცნებაში“, მაგრამ როგორც კი ხელისუფლების უზარმაზარი უზურპაცია მოხდა, იმ წუთშივე ვერ გაუძლეს ადამიანებმა. მე მგონი, თქვენთან ვიყავი, რომ ვშაყირობდი, სკამს აქვს თავისი საოცარი აურა, რომელიც გიცვლის მენტალიტეტს. მთავარია, ერთი არ იყოს და რამდენიმე იყოს და გაიშალოს, ახალს და ჯანსაღს თუ მეუბნებით, რუსთაველზე ვნახე ეს ხალხი, მაგრამ პოლიტიკური სისტემა არამხოლოდ ჯანსაღით და ახლით იცვლება, პოლიტიკური სისტემა იცვლება ბალანსით, ეს არის მთავარი, რომ ერთი არ იყოს“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

მისივე განმარტებით, ამჟამინდელმა ხელისუფლებამ 2016 წლის არჩევნებისას მიზნად დაისხა, რომ კოალიციის შემადგენელი პარტიები ძლიერები ვერ გამხდარიყვნენ.

„არ ვიცი, ეს ხელისუფლება რას ეძახის კოალიციურ მთავრობას. ოქროსავით მთავრობა ვიყავით, ყველა ვინც ვიბრძოდით ერთად, ვიყავით ერთად და დაშალეს ეს კოალიცია. 2016 წლის არჩევნების მიზნად გაიხადეს ის, რომ ვერცერთი იმ კოალიციის შემადგენელი პარტია ვერ გამხდარიყო ძლიერი. მიზანი იყო და ნუ მომიყვებიან კიდევ ერთხელ იმას, რომ მოსახლეობას მზე და მთვარე ამოსდიოდა „ქართულ ოცნებაზე“, რომელმაც ის 4 წელიწადი ჩაამთავრა და ვერაფერი უკეთესი ვერ ნახა. არც ბიზნესმენს, არც მოქალაქეს არ მოუნდა, რომ ან ალასანიის პარტიისთვის მიეცა ხმა, ან უსუფაშვილისთვის, ნუ მომიყვებიან ამ ანეკდოტებს. მიზანი იყო, რომ ეს პოლიტიკური პარტიები, რომელიც „ქართული ოცნების“ კოალიციიდან გამოვიდნენ და ჰქონდათ ბრძოლის გამოცდილება, რომელთაც ჰქონდათ უფლება მორალური ხელისუფლებაზე, არ გადასულიყვნენ“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს