გიორგი მარგველაშვილი - არ არის   ჩემთვის გასაგები, შენი ცხოვრების მიზანი იყოს, რომ  სააკაშვილი არ დაბრუნდეს

მე ვცხოვრობდი იმ ქვეყანაში, სადაც სააკაშვილი პრეზიდენტი იყო და პირველი დღიდან თავისი პრეზიდენტობის, მან იცოდა, რომ მე არ მომწონდა და ამას ღიად ვამბობდი. არ ვიცი, ალბათ, მათთვის ის საშიშია. ალბათ, პრესა 9 წელიწადი ისე დააშინა, რომ დღემდე ვერ გამოვიდნენ ამ სტრესიდან, ამის გააზრებაში ვერ შევალ, არ არის ეს ჩემთვის გასაგები, შენი ცხოვრების მიზანი იყოს, რომ სააკაშვილი არ დაბრუნდეს. გინდა დაბრუნდეს, გინდა არა, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

წამყვანის რეპლიკაზე, რომ საზოგადოების რაღაც ნაწილს მოლოდინი ჰქონდა, რომ ის თავისი პრეზიდენტობის მიწურულს მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებდა, მარგველაშვილმა უპასუხა, რომ სააკაშვილი ქვეყნის მთავარსარდალი ორჯერ იყო და ყველაფერი თავად უნდა გაარკვიოს.

„მე მიმაჩნია, რომ ადამიანი, რომელიც იყო ორჯერ ქვეყნის პრეზიდენტი, უმაღლესი მთავარსარდალი, ამ ადამიანმა თვითონ უნდა გაარკვიოს, შეწყალება გარკვეულწილად წყალობის გაღებაა, მე მიმაჩნია რომ ის ყველაზე მაღალ პოსტზე იყო და თვითონ უნდა გაარკვიოს ეს ყველაფერი და არა მე სააკაშვილი შევიწყალო. მოქალაქეობაზეც ხომ საუბრობდნენ, რომ მე წავართვი, არასდროს ამ კომენტარში არ შვედიოდი, მე არ წამირთმევია, ბუნებრივად პროცედურულად შეუწყდა, მაგრამ არ შევდივარ მათთან პოლემიკაში. „ნაციონალურ მოძრაობასთან“ რატომ უნდა შევიდე პოლემიკაში. აღარ ვყოფილვარ მათთან პოლემიკაში 2012 წლიდან, რაც დავამარცხეთ, მანამდე ვიყავი, რომ დავამარცხე აღარ იყო ჩემთვის აქტუალური მათთან ეს საუბარი“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს