გიორგი მარგველაშვილი - ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება აგვისტოს ომთან დაკავშირებით კომენტარს მიღმაა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, "ქართული ოცნების" პოლიტიკური მდივნის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება აგვისტოს ომთან დაკავშირებით, სადაც ის ამბობს, რომ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაში რუსეთთან ერთად "ნაციონალური მოძრაობაც" არის თანამონაწილე, კომენტარის მიღმაა და აღნიშულზე შეფასებას ვერ გააკეთებს.

"ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ, მიღმა არის კომენტარის. ხომ შეიძლება ასეთი რამ გავაკეთოთ, კომენტირებადი კომენტარები და არაკომენტირებადი კომენტარები, კომენტარის გარეშეზე უარესია"-განაცხადა მარგველაშვილმა.

მარგველაშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" 2008 წლის აგვისტოს ომზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ძალიან მძიმეა, როცა საზოგადოება ძირითად საკითხებზე შეთანხმებას ვერ აღწევს.

"გუშინ ძალიან მძიმე სანახავი იყო გახლეჩილი საქართველო ამ საკითხთან მიმართებაში. მიუხედავად იმისა, ვისი კომენტარი მომწონს, ან არ მომწონს, ვინ მახსოვს რას აკეთებდა და ვინ არა, ძალიან მძიმეა იმის დანახვა, რომ 11 წლის თავზე ჩვენ ვართ ამ საკითხზე გახლეჩილი საზოგადოება. ასეთივე მძიმე იყო ჩემთვის, შარშან 9 მაისს, როცა ვნახე, რომ ადამაინები 9 მაისის ირგვლის აგინებდნენ ერთმანეთს. ძალიან მძიმეა, როდესაც საზოგადოება ვერ ახერხებს რაღაცა ძირითადზე შეთანხმებას ისე, რომ ერთმანეთს შეურაცხყოფას აყენებს. ის ძალიან დიდი საშიშროების წინაშე დგას",-აცხადებს მარგველაშვილი.

მისი თქმით, აბსოლუტური ჭეშმარიტებაა, რომ 2008 წელს საომარ მოქმედებებში და დარტყმის ქვეშ საქართველო უსამართლოდ მოექცა და ამის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება არ შეიძლება. მარგველაშვილის თქმით, დღევანდელი ხელისუფლებისთვის "ნაციონალურ მოძრაობასთან" ბრძოლის გარდა სხვა ღირებულება არ არსებობს.

"სამშობლოზე ვსაუბრობთ და იმის მაგივრად, რომ ვისაუბროთ რუსეთი როგორ გავაჩეროთ და როგორ ვაჯობოთ... რუსეთი ოკუპანტია - ამაზე კი არ უნდა ვისაუბროთ, ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ რუსეთს ვაჯობებთ",-განაცხადა მარგველაშვილმა.

მარგველაშვილის თქმით, დღეს ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანი მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობაა“.

"დღეს ხელისუფლებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის "ნაციონალური მოძრაობა". სამშობლო?- სამშობლო რა არის, სამშობლო არის ის, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ არ უნდა მოვიდეს. ეკონომიკა რა არის?-ეკონომიკა არის ის, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ არ უნდა მოვიდეს, ადამიანის უფლებები რა არის?-ადამიანის უფლებებია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ მოვიდეს. ერთი და იგივე რამეს საუბრობენ",-აცხადებს მეოთხე პრეზიდენტი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო