გიორგი მარგველაშვილმა განმარტა, რატომ არ საუბრობს სალომე ზურაბიშვილზე

ჭორაობაზე არასდროს არ გადავსულვარ, რომ ეს ასეთი ადამიანი და ის ისეთი ადამიანია. აქედან გამომდინარე, მე მინდა რომ ეს სტანდარტი არ დავარღვიო და ამიტომ, არ ვსაუბრობ პრეზიდენტზე, - ამის შესახებ ყოფიოლმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას- როგორ შეაფასებს მოქმედი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს.

გიორგი მარგველაშვილის განმარტებით, ის ცალკე ადამიანებს არასდროს აფასებს, მათ შორის, ცალკე აღებულად ბიძინა ივანიშვილზე, მიხეილ სააკაშვილზე და არც არავისზე არ უსაუბრია. აქედან გამომდინარე, მარგველაშვილის თქმით, ამ სტანდარტის დარევა არ სურას.

„მე, არ ვასაუბრობ, ხოლმე, ცალკე ადამიანებზე. არასდროს არ ვსაუბრობ ცალკე მაგალითად, ბიძინა ივანიშვილზე, ან ქალბატონ სალომე ზურაბიშვილზე ან მიხეილ სააკაშვილზე. ცალკე საკაშვილზე არასდროს მისაუბრია და არ განმიხილავს. ცალკე პოლიტიკოსებზე არ ვსაუბრობ და გეტყვით რატომ - ძალიან ადევს ჭორაობის ელფერი. სულ ეს მესმის, რომ „იმან ის მითხრა, მერე მე ეს ვუთხარი“, - ძალიან არ მინდა ამ სტანდარტის დარღევა. ძალიან რთულ მომენტებში, როდესაც ჩემზე ყვებოდნენ ვითომ შიდა რაღაცას, ჩემს შიდა საუბრებს - ძალიან ბევრი მახსოვს, თავიდან როდესაც საუბარი დაიწყო იმაზე, რომ მე „ქართული ოცნების“ შიგნით ეს ვთქვი, იმან ის მიპასუხა - საზოგადოებაში აი, ამ თემების, მართალის და ტყუილის გამოტანა რომ დაიწყო მაშინაც არ დამირღვევია ეს სტანდარტი. არასდროს მომიყოლია ორ ადამიანს შორის საუბარი და ჭორაობაზე არასდროს არ გადავსულვარ, რომ ეს ასეთი ადამიანი და ის ისეთი ადამიანი. აქედან გამომდინარე, მე მინდა რომ ეს სტანდარტი არ დავარღვიო და ამიტომ, არ ვსაუბრობ პრეზიდენტზე“, - განაცხადა მარგველაშვილმა

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს