გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ტელევიზიით პოლიტიკოსებისგან ხშირად ისმის  სიძულვილის ენა, სინამდვილეში კი პირიქით, „სხვანაირები და ძალიან საყვარლები არიან“.

ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ტელევიზიით პოლიტიკოსებისგან ხშირად ისმის სიძულვილის ენა, სინამდვილეში კი პირიქით, „სხვანაირები და ძალიან საყვარლები არიან“.

მარგველაშვილის თქმით, მისთვის გაუგებარია, რა ემართებათ პოლიტიკოსებს მაშინ, როცა „ტელევიზორში რომ ჯდებიან“

„არ მინდა ხოლმე, როცა ადამიანზე პირადად დავიწყებ საუბარს, შეურაცხყოფა მივაყენო. ამ ბოლო დროს, ჩვენს ტელევიზიაში, ძირითადად, ძალიან ხშირად, ძალიან აგრესიული და უცენზურო ტექსტია ხოლმე. ჩვენი პოლიტიკოსები - სიძულვილის ენა და უხამსი გამონათქვამებია. სხვათა შორის ეგეთები კი არ არიან, მე მინდა მათ (პოლიტიკოსების) გასამართლებლად ვთქვა, სხვანაირები, ძალიან საყვარლები არიან. არ ვიცი, რა ემართებათ ტელევიზორში რომ ჯდებიან. ხალხს ეს არ მოსწონს, მაგრამ იზიდავს - აი, იცი, გუშინ იმან როგორ თქვა?!. მე ის მინდა ვთქვა, რომ ისინი (პოლიტიკოსები) ბევრად უფრო ზრდილობიანები, თავშეკავებულები არიან და ზოგჯერ მორცხვებიც არიან ხოლმე პირად ურთიერთობაში - აი, ის ხალხი ვინც ასე იგინება და ასე უხეშად ლაპარაკობს. ხალხს ეს არ მოსწონს, მაგრამ „ნიუსია“- განაცხადა მარგველაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში ‘360 გრადუსი“.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა