ხურვალეთის სკოლის შენობაში იძულებით გადაადგილებული პირებისა და ადგილობრივებისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდება

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის სკოლის შენობაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული და ადგილობრივი მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო-პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩატარდება.

სამედიცინო აქცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით 10 აგვისტოს, 10:00-დან 17:00 საათამდე გაგრძელდება.

სამედიცინო აქციაში მონაწილეობას აპარატურით აღჭურვილი სხვადასხვა პროფილის ექიმების ჯგუფი მიიღებს, მათ შორის ოჯახის ექიმი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, პედიატრი, ენდოკრინოლოგი, ოფთალმოლოგი, ქირურგი, პულმონოლოგი და გასტროენტეროლოგი. ექიმებთან კონსულტაციების შემდეგ პაციენტებს, საჭიროების შესაბამისად, გულის ეკოსკოპია, მუცლის ღრუს ელექტროკარდიოგრამა, სისხლში შაქრისა და ქოლესტერინის განსაზღვრა და C ჰეპატიტის სკრინინგი ჩაუტარდებათ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს