ინდოეთში სტიქიას 28 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ინდოეთის შტატ კერალაში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად სულ მცირე 28 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მეწყერი უხვმა ნალექმა გამოიწვია.

სტიქიის გამო ევაკუირებულია 64 000-ზე მეტი ადამიანი და დახურულია კოჰინის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც შტატის ყველაზე დატვირთული აეროპორტია.

სეზონური წვიმები ინდოეთში ივნისიდან სექტემბრამდე მოდის და ქვეყანას მნიშვნელოვნად აზიანებს. ამავდროულად ამ პერიოდში ქვეყანა ყოველწლიური ნალექის 70% იღებს, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობისთვის და ეკონომიკისთვის.

შეგახსენებთ, რომ კერალაში გასული წლის აგვისტოში მომხდარმა წყალდიდობამ 200 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. დაზარალდა 5 მილიონზე მეტი ადამიანი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა