ადვოკატი - პატიმრობაში ყოფნის პერიოდში ბეჟან ლორთქიფანიძის მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა

პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მისი მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა, მას სამი სტენდი აქვს გულში ჩაყენებული და სერიოზული პრობლემები აქვს, - ამის შესახებ 20-21 ივნისის საქმეზე ბრალდებული ბეჟან ლორთქიფანიძის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადა. ადვოკატის ინფორმაციით, სასამართლომ ლორთქიფანიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახის შეცვლის გადაწყვეტილება ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე მიიღო.

„მოგეხსენებათ, აღკვეთის ღონისძიება ბეჟან ლორთქიფანიძეს მოსამართლე ჩახნაშვილმა სრულიად დაუსაბუთებლად, საბჭოთა არგუმენტაციით შეუფარდა. ჩვენ იმ სხდომაზეც წარვადგინეთ სამედიცინო დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებდა ბეჟანის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობას. პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მისი მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა. მას სამი სტენდი აქვს გულში ჩაყენებული და სერიოზული პრობლემები აქვს. ჩვენ სასამართლოს წარვუდგინეთ ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც საუბარია ბეჟანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე.

ხელისუფლებას უნდა, რომ ყველა აქტიური პატრიოტი მოქალაქე, რომელიც ღიად აპროტესტებს რუსულ გავლენებს, გავრილოვის მოღალატეობრივ ჩამოყვანას და შემოჩეჩებას, პოლიციის მხრიდან ძალადობას - ყველა ეს მოქალაქე გაანეიტრალოს. მათ შორის აღმოჩნდა ბეჟანიც",- განაცხადა ბექა ბასილაიამ.

20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული ბეჟან ლორთქიფანიძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 5 000- ლარიანი გირაოთი შეუცვალეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა