ნიკა გვარამია - გირაოს გადამხდელი არ ვარ

რაც არ უნდა მოითხოვონ, მე გირაოს გადამხდელი არ ვარ, - ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესის დაწყებამდე განაცხადა.

"ძალიან მაინტერესებს მოსამართლე როგორ შემიფარდებს გირაოს იმ ბრალდებულს, რომელიც ამბობს წინასწარ, რომ ის არ გადაიხდის გირაოს ", - განაცხადა გვარამიამ.

ამასთან, როგორც გვარამიამ აღნიშნა, მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ პროკურატურა 500 000 - ლარიანი გირაოს შეფარდების მოთხოვნას აპირებდა.

"პროკურატურას უნდა შემოეტანა 500 000 ლარიანი გირაო და ეს ვიცოდით ჩვენ, თუმცა შემოიტანა 80 000-იანი. როდესაც ბრალდებული ამბობს, რომ ის არ გადაიხდის გირაოს, პროკურატურა ვალდებულია, თუ მას სჭირდება აღკვეთის ღონისძიება, ისეთი აღკვეთის ღონისძიება შემოიტანოს, რომელიც უზრუნველყოფს მის მიზნებს. ამ შემთხვევაში ეს იყო ერთადერთი - პატიმრობა", - განაცხადა გვარამიამ.

რაც შეეხება პროკურატურის კიდევ ერთ შუამდგომლობას, რომელიც უწყების გაფრთხილების გარეშე ქვეყნის დატოვების აკრძალვას ეხება, გვარამიას შეფასებით, ეს არის კიდევ ერთი დარტყმა მისი ახალი მედიის მომავალზე. „იმიტომ არის დარტყმა, რომ ქვეყნის გარეთ ცხოვრობენ ინვესტორები, ვინც ამ მედიაში მინდა იყვნენ პარტნიორები. მე მათ ამ ქვეყენაში ვერ შევხვდები, მაგალითად ზაზა ოქუაშვილს ვერ შევხვდები ამ ქვეყანაში“, - განაცხადა გვარამიამ.

მისივე თქმით, ივანიშვილის დამარცხებების სერია დაიწყო. „ეს დამარცხებები დამთავრდება იმით, რომ კაპიტულაციას ის ჩამაბარებს მე“, -აღნიშნა გვარამიამ.

თბილისის საქალაქო სასამართლო „რუსთავი 2“ - ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს. სხდომას მოსამართლე გიორგი კერატიშვილი წარუძღვება.

გენერალურმა პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს ნიკა გვარამიას საქმეზე აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე შუამდგომლობით დღეს მიმართა. პროკურატურა ნიკა გვარამიასთვის 80 000- ლარიანი გირაოს შეფარდებას და უწყების გაფრთხილების გარეშე ქვეყნის დატოვების აკრძალვას მოითხოვს.

შეგახსენებთ, რომ „რუსთავი2“ - ის ყოფილ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას გენერალურმა პროკურატურამ ბრალი 9 აგვისტოს წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, „გამოტანილია დადგენილება ნიკა გვარამიას ბრალდების შესახებ, საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გულისხმობს საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია“.

იხილეთ ვიდეო: "მე გირაოს გადამხდელი არ ვარ, ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი ვარ დღეს, გუშინ მქონდა ბრაზი" - გვარამია სასამართლო პროცესის დაწყებამდე

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს