ნიკა გვარამია პროკურორებს - ამ ბრალს რომ მიყენებთ, რაღაც ისეთი მაინც დაწერეთ, რომ ვიფიქრო, გჯერათ სინამდვილეში, რომ მოვიპარე

ამ ბრალს რომ მიყენებთ, რაღაცა ისეთი მაინც დაწერეთ, რომ ვიფიქრო, გჯერათ სინამდვილეში, რომ მოვიპარე, - ამის შესახებ "რუსთავი 2" - ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ სასამართლო სხდომაზე დასკვნით სიტყვაში განაცხადა. მისი თქმით, პროკურატურა მას ღიად ეუბნება, რომ თავადაც არ სჯერა წარდგენილი ბრალის, თუმცა მისი დაკავება უნდათ.

„2012 -2013 წლებში ქურდობასა და კორუფციაში რომ პასუხისმგებლობას მიყენებდით, მართლა სერიოზული პრობლემა იყო ჩემთვის. ამ ბრალდებამ ყოველგვარი გამამართლებელი განაჩენის მიუხედავად, დამანგრია. მართლა, მიუხედავად გამამართლებელი განაჩენისა, უბრალოდ შვილებთან მრცხვენოდა. ასეთია ჩემი მორალური ფასეულობები და რა ვქნა. ახლა ამ ბრალს რომ მიყენებთ, რაღაცა ისეთი მაინც დაწერეთ, რომ ვიფიქრო, გჯერათ სინამდვილეში, რომ მოვიპარე. ღიად რომ მეუბნებით, საერთოდ არ გვჯერა, დებილობაა, მაგრამ შენი დაჭერა გვინდაო, ხო არ შეიძლება ასე მოქმედება?!

კონტრაქტი ნებისმიერ შემთხვევაში იყო კანონიერი იმიტომ, რომ არავინ არ კრძალავს, მე 12 მილიონს მივცემ თუ 15 მილიონს მივცემ მომსახურე კომპანიას. ეს არავის საქმე არაა, მით უმეტეს, პროკურატურის,"- განაცხადა გვარამიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა