ნიკა გვარამია პროკურორებზე - ამ ადამიანებმა ისიც არ იციან, გირაო რა არის

ამ ადამიანებმა ისიც არ იციან გირაო რა არის. ორი პროკურორი ზის და გირაო რა არის, არ იციან, - ასე უპასუხა ნიკა გვარამიამ ჟურნალისტის შეკითხვას, თუ რას ფიქრობს გირაოს მოთხოვნის იმ არგუმენტაციაზე, რომ მან შეიძლება ქვეყანა დატოვოს და მიიმალოს, ან გავლენა მოახდინოს.

„გირაო რა შუაშია გავლენის მოხდენაზე, რას კრძალავს, გადაადგილებას კრძალავს თუ ვინმესთან შეხვედრას? ამ ადამიანებმა ისიც არ იციან გირაო რა არის. ორი პროკურორი ზის და გირაო რა არის, არ იციან. ასაბუთებენ იმით, რომ ერთ-ერთ საქმეზე ევროსასამართლომ პატიმრობის ნაწილში ასეთი რამე მიიღო და ეს კიდევ უფრო მსუბუქიაო. ხალხო, პატიმრობის ნაწილში იმიტომ მიიღო, რომ პატიმრობა იზოლაციური შეფარდების ღონისძიებაა. ანუ ის საზოგადოებიდან გაყავს და ფიზიკურად ვერ შეხვდება მოწმეს. გირაო როგორ ასრულებს ამ ფუნქციას, ლექციას ხო არ წავუკითხავ ამ ადამიანებს? სირცხვილია უბრალოდ, არაკომპეტენტურობაა სირცხვილი, როცა მოდიხარ ნიკა გვარამიასთან“,- განაცხადა გვარამიამ.

როგორც ცნობილია, პროკურატურა ნიკა გვარამიასთვის 80 000 - ლარიანი გირაოს შეფარდებას და უწყების გაფრთხილების გარეშე ქვეყნის დატოვების აკრძალვას მოითხოვს.

შეგახსენებთ, რომ „რუსთავი2“ - ის ყოფილ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას გენერალურმა პროკურატურამ ბრალი 9 აგვისტოს წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, „გამოტანილია დადგენილება ნიკა გვარამიას ბრალდების შესახებ, საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გულისხმობს საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია“.

იხილეთ ვიდეო: "ორი პროკურორი ზის და გირაო არ იციან რა არის, ლექციას ხომ არ წავუკითხავ, სირცხვილია უბრალოდ" - ნიკა გვარამია

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს