ლევან იზორიამ შინდისთან გმირულად დაღუპული ქართველ ჯარისკაცების  ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ სოფელს შინდისთან 2008 წლის 11 აგვისტოს გმირულად დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო. ლევან იზორია დაღუპულების ოჯახის წევრებსაც გაესაუბრა.

შინდისის ბრძოლიდან 11 წელი გავიდა. ომში დაღუპულ 17 ქართველ ჯარისკაცს დილიდან გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში იხსენებენ. შინდისის გმირთა მემორიალთან ადგილობრივები და საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩასული ადამიანები გმირებს პატივს მიაგებენ.

2008 წელს, 11 აგვისტოს რუსულ სამხედრო ნაწილთან შეტაკების დროს 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა: ვეფხვია ჯიშკარიანი, ემზარ წილოსანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ალექსანდრე ონიანი, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია