არჩილ თალაკვაძე სერგეი გავრილოვზე - მოხდა შეცდომა და ამაზე ჩვენ ავიღეთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა

მოხდა შეცდომა და ამაზე ჩვენ ავიღეთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა , - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ რუს დეპუტატ სერგეი გავრილოვსა და საქართველოში მის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

„რაც მოხდა, რეალურად, ორი ნაწილისგან შედგება. ეს არის ტექნიკური მხარე კონფერენციის, რომელიც მთლიანად შეთანხმებული იყო ასამბლეის სამდივნოსთან, ბერძენ კოლეგას უნდა წაეყვანა სხდომა. მეორე ნაწილი ეს არის, სადაც, რა თქმა უნდა, პოლიტიკური პასუხისმგებლობა აქვს გუნდს. ჩვენ ორივე ნაწილში მკაფიო არგუმენტები გვაქვს. გავასაჯაროვეთ, რომ ეს საკითხი წინასწარ იყო კომუნუცირებული და ბერძენს უნდა წაეყვანა სხდომა. არც მეორე ნაწილში აგვირიდებია თავი პასუხისმგებლობისთვის. კობახიძემ, პირადად, ამ სიტუაციაში არც ტექნიკურ ნაწილში არაფერი შეცდომა არ დაუშვა, პოლიტიკურ ნაწილშიც მან აიღო ის პასუხისმგებლობა, რომელიც ეკუთვნოდა საპარლამენტო რესპუბლიკის თავმჯდომარეს. მოხდა შეცდომა და ამაზე ჩვენ ავიღეთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა“,- განაცხადა თალაკვაძემ.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა