საპენსიო სააგენტომ მთავარი რისკის ოფიცერი წარადგინა

საპენსიო სააგენტოს მთავარი რისკის ოფიცრის ვინაობა ცნობილია. საპენსიო სააგენტოს დირექტორმა მთავარი რისკის ოფიცრის პოზიციაზე ბაქარ მარუაშვილი წარადგინა.

საპენსიო სააგენტოს დირექტორმა ლევან სურგულაძემ მთავარი რისკის ოფიცერი დღეს გამართულ ბრიფინგზე წარადგინა.

როგორც ლევან სურგულაძემ აღნიშნა, მთავარი რისკის ოფიცერი საპენსიო დანაზოგის ინვესტირების პროცესს თითოეული ტრანზაქციის დონეზე გააკონტროლებს.

„ეს გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია, რომელიც უზრუნველყოფს საპენსიო დანაზოგების ინვესტირების პროცესის დამოუკიდებელ კონტროლს, თითოეული ტრანზაქციის დონეზე. რისკის კონტროლი განხორციელდება საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით და ყველაზე თანამედროვე მეთოდოლოგიების გამოყენებით. რისკის კონტროლის პოლიტიკის, პროცედურების და მეთოდოლოგიების შექმნაზე მუშაობა დაწყებულია. რისკის კონტროლი სრულ გამჭვირვალობას მოიაზრებს და შესაბამისი პოლიტიკა, პროცედურები, მეთოდოლოგია და პერიოდული რეპორტები იქნება საჯარო. რისკის კონტროლის სტრუქტურის სრულად გამართვა წარმოადგენს წარმატებული საინვესტიციო პროცესის წინაპირობას. მიმდინარეობს რისკის კონტროლის სტრუქტურის დაკომპლექტება უმაღლესი, მათ შორის, განსაკუთრებული ტექნიკური ექსპერტიზის მქონე კადრებით,"-განაცხადა ლევან სურგულაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა