მამუკა ბახტაძე - ვგეგმავ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში ჩასვლას, ვიყავი რამდენიმე სოფელში და ვაპირებ გუგუტიანთკარში ჩასვლასაც

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში, მათ შორის გუგუტიანთკარში ჩასვლას გეგმავს. როგორც მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, საქართველოს მთავრობა აქტიურ კომუნიკაციაშია ადგილობრივებთან, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში მიმდინარეობს სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომლებსაც ადგილობრივები მოითხოვდნენ.

მამუკა ბახტაძე ასევე გამოეხმარა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გუგუტიანთკარში ხელისუფლების წარმომადგენლები არ იმყოფებოდნენ. ბახტაძემ აღნიშნულს დეზინფორმაცია უწოდა.

„არ არის სწორი ინფორმაცია, რომ გუგუტიანთკარში მთავრობის წარმომადგენლები არ იყვნენ ჩასულნი. იყვნენ ქეთი ციხელაშვილის თანამშრომლები, ასევე სხვა უწყების წარმომადგენლები. როდესაც ეს ინფორმაცია გავრცელდა, ამუშავებული იყო ცხელი ხაზი. სამწუხაროდ, ოკუპანტი განაგრძობს ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს. მნიშვნელოვანია, რომ აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო საზოგადოება, ჩვენი პარტნიორები და ინფორმირებულია ყველა. მე ვგეგმავ საოკუპაციო ხაზთან არსებულ სოფლებში ჩასვლას, ვიყავი რამდენიმე სოფელში და ვგეგმავ გუგუტიანთკარში ჩასვლასაც“,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა