ლევან სურგულაძე - საპენსიო სქემა 141 000-მა ადამიანმა დატოვა, მათ შორის 41 000 საჯარო მოხელეა

საპენსიო სქემა 141 000-მა ადამიანმა დატოვა, მათ შორის 41 000 საჯარო მოხელეა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საპენსიო სააგენტოს დირექტორმა, ლევან სურგულაძემ განუცხადა.

როგორც სურგულაძე აცხადებს, საპენსიო სქემაში ახლად გაწევრიანებულების რიცხვი 800-ით მეტია გასულების რაოდენობაზე.

„სქემაში ჩართულ ადამიანთა რიცხვი 800-ით მეტი წასულ ადამიანთა რიცხვზე. მაღალი მომართვიანობა გასვლაზე იყო აპრილი, მაისი, ივნისის პერიოდში, დღეს მომართვიანობა 15 ჯერ შემცირებულია.

იმ 860 000 ადამიანიდან, რომელიც 1 იანვრიდან ჩაერთვნენ საპენსიო სქემაში, მათი რაოდენობა ვისაც უკვე გაუჩნდა სქემის დატოვების უფლება, შეეძლო დატოვება და არ დატოვა ან მომავალში გაუჩნდება, ასეთი არის 325 000 ადამიანი.

860 000 ადამიანიდან 16.5%-მა, ანუ დაახლოებით 141 000-მა ადამიანმა დატოვა სქემა. აქედან 41 800 საჯარო მოხელეა,"-განაცხადა ლევან სურგულაძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა