ბათუმში „ვითიბი ბანკის“ ახალი ფილიალი გაიხსნა

ბათუმში, „ვითიბი ბანკის“ ახალი ფილიალი გაიხსნა. ფილიალი ნიკოლოზ ბარათაშვილის 31/ფარნავაზ მეფის 55 ნომერში მდებარეობს. აღნიშნული ფილიალი ასათიანის ქუჩაზე მდებარე ფილიალს ჩაანაცვლებს, რომელიც ამ დროისთვის აღარ ფუნქციონირებს.

„თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ფილიალი, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს სრულ საბანკო მომსახურებას გაუწევს. აღნიშნულ წერტილში კლიენტებისთვის უზრუნველყოფილია მაქსიმალური კომფორტი და მომსახურების მაღალი ხარისხი. ფილიალში მდებარეობს ვიდეო ბანკის ზონა, ასევე პრემიუმ კლიენტების მომსახურების სივრცე. „ვითიბი ბანკი“ საქართველოში 33 წერტილით არის წარმოდგენილი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა