„თავისუფალი საქართველო“ - „რუსთავი 2“-ის გაყიდვის პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალედ უნდა ჩატარდეს

„რუსთავი 2“-ის მომავალმა მფლობელმა უნდა უზრუნველყოს არხის სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობა, რათა ტელეკომპანია იყოს კრიტიკული, თუმცა აუცილებლად - ობიექტური, - ამის შესახებ პოლიტიკური პარტია „თავისუფალი საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც ქიბარ ხალვაშის მიერ „რუსთავი 2“-ის გაყიდვას უკავშირდება.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, „რუსთავი 2“-ის გაყიდვის პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალედ უნდა ჩატარდეს, სხვა შემთხვევაში კითხვები გაჩნდება.

„ბუნებრივია, ყველა კერძო კომპანიის მფლობელს აქვს სრული უფლება, თავად გადაწყვიტოს, რა სახის რეფორმები გაატაროს მის მფლობელობაში არსებულ კომპანიაში, გაყიდოს მისი წილები სრულად, თუ ნაწილობრივ, თუმცა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, „რუსთავი 2“-ის გაყიდვის პროცესი ნამდვილად მაქსიმალურად გამჭვირვალედ უნდა ჩატარდეს. სხვა შემთხვევაში, ამ თემის ირგვლივ ისედაც უამრავ არსებულ კითხვას, კიდევ სხვა კითხვებიც დაემატება.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, „რუსთავი 2“-ის მომავალმა მფლობელმა უნდა უზრუნველყოს არხის სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობა, რათა ტელეკომპანია იყოს კრიტიკული, თუმცა აუცილებლად - ობიექტური. ასეთი ძლიერი მედიარესურსი არ უნდა იყოს რომელიმე პარტიის პრესსამსახური და პარტიული დაკვეთების შემსრულებელი. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, ყველა ცივილურ ქვეყანაში, კონსტიტუციით არის დაცული და თუ ჩვენ გვაქვს პრეტენზია, ვიყოთ ცივილური სახელმწიფოების რიგებში, უნდა დავიცვათ ეს უზენაესი ცნება“ - ნათქვამია „თავისუფალი საქართველოს“ განცხადებაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს