რომან გოცირიძე - ქიბარ ხალვაშის განცხადება „რუსთავი2“-ის დახურვის ვერაგული გეგმაა, რაშიც მას ფულის შოვნაც უნდა

ქიბარ ხალვაშის განცხადება „რუსთავი2“-ის დახურვის ვერაგული გეგმაა, რაშიც მას ფულის შოვნაც უნდა, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ განუცხადა.

როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატმა განმარტა, ტელეკომპანია გაკოტრებულად გამოცხადდება, რის შემდეგაც ქონების გაყიდვა დაიწყება. მისივე თქმით, პირველ რიგში, ბიუჯეტი დაკმაყოფილდება, შემდეგ კი ვალებს კრედიტორები წაიღებენ, ხოლო ის რაც დარჩება, აქციის მფლობელის იქნება.

გოცირიძე ამბობს, რომ “მავრმა თავისი საქმე გააკეთა და მავრს შეუძლია წავიდეს“.

„მოსალოდენელი და ქიბარ ხალვაშისათვის მიცემული დავალება იყო, რომ „რუსთავი 2“ დაეხურა. ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ ხალვაში ტელევიზიას ვერ მართავდა და ახლა უნდათ, რომ “რუსთავი2“ თავიდან რაც შეიძლება სწრაფად მოიშორონ. ზღაპარია 70-მილიონიან ვალის არსებობაზე საუბარი. რა თქმა უნდა, “რუსთავი2“-ს აქვს საბიუჯეტო და სხვა სახის ვალები, თუმცა ხდება ვალების გაბუქება.

სინამდვილეში, არსებობს “რუსთავი 2“-ის დახურვის მარტივი სქემა. იტყვიან, რომ კომპანიას ვალები აქვს. ზოგადად, ასეთ შემთხვევაში, გაკოტრების მომთხოვნი შეიძლება იყოს მაგალითად, “წყალკანალი“, ან გაზის კომპანია, თუკი მისი ვალი აქვს ან ის, ვისი სახელფასო დავალიანებაც კომპანიას გააჩნია. როცა კომპანიას ბიუჯეტის ვალი აქვს, მისი გაკოტრება შეიძლება მთავრობამ მოითხოვოს.

თუკი ქიბარ ხალვაში საკუთარ თავს გაკოტრებულად გამოაცხადებს, სქემა ძალიან მარტივია: - გაყიდის კომპანიის აქტივებს. მას უზარმაზარი მიწა აქვს, რომლის ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, მშენებლები დიდი სიამოვნებით დაესევიან. აქტივების გაყიდვით გაისტუმრებს ვალებს, რომელსაც ახლა ძალიან გაბუქებულად წარმოაჩენს, რაც დარჩება ჯიბეში ჩაიდებს და საქართველოდან “აითესება“, ანუ „მავრმა თავისი საქმე გააკეთა და მავრს შეუძლია წავიდეს“. თუმცა დღეს სხვა დრო და ეპოქააა და ძალიან შორსაც ვერ წავა.

შეიძლება იყოს მეორე ვარიანტიც: - ხალვაშმა კომპანიის მომავალი მყიდველი წინასწარი შეთანხმებით ნახოს. ეს მომავალი მყიდველი კი, ერთადერთი შეიძლება ბიძინა ივანიშვილი იყოს. ივანიშვილი “რუსთავი2“-ის ყიდვას პირდაპირ ვერ გაბედავს, მაგრამ შენიღბულად, ცრუმონაცვლის ხელით წაიღებს. ამის შემდეგ მთავრობა ტელეკომპანიას საბიუჯეტო დავალიანებას ჩამოაწერს და ტელეკომპანია ახალ მფლობელთან გადავა.

ივანიშვილის საბოლოო მიზანი “რუსთავი2“-ის დატოვება და მისგან “იმედი2“-ის შექმნა არ არის. მან ვერც ერთ ტელევიზიას - ვერც “მეცხრე არხს“ და ვერც “ჯი დი ეს“-ს ვერ მოუარა. მას ურჩევნია არა ცოცხალი, არამედ მკვდარი “რუსთავი2“, - განაცხადა რომან გოცირიძემ “ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

ტელეკომპანია “რუსთავი2“-ის მფლობელი ქიბარ ხალვაში მიიჩნევს, რომ არსებობს საფუძვლები “რუსთავი 2“-ის გაკოტრების პროცედურა დაიწყოს.

ხალვაში საკუთარ განცხადებაში პირდაპირ წერს, რომ კომპანია გაკოტრების პირას არის მიყვანილი და ყველა ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არსებობის იმისთვის, რომ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება დაიწყოს.

“რუსთავი2“-ის აქტივები, რომლითაც თურმე უსაფუძვლოდ გავმდიდრდი, იმ დავალიანების მესამედსაც კი არ შეადგენს, რაც გვარამიამ კომპანიას დაუტოვა.

სამწუხაროდ, ჩემი ფინანსური შესაძლებლობები კომპანიის ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად არ არის საკმარისი. ამიტომ, მსურს ღიად და საჯაროდ განვაცხადო, რომ მზად ვარ ვისაუბრო ნებისმიერ დაინტერესებულ პირთან, ვინც იყიდის “რუსთავი 2“-ს, დაეხმარება მას გამოვიდეს კრიზისიდან და გახდეს წარმატებული კომპანია.

შესაბამისად მე, დავიბრუნებ იმ ზარალს, რომელიც მომადგა კომპანიის მიზანმიმართული გაკოტრების მცდელობით“, - აცხადებს ქიბარ ხალვაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა