პაატა სალია - არ ვიცი, რამდენად აქვს ივანიშვილს ინტერესი „რუსთავი 2“ შეიძინოს - მიხეილ სააკაშვილის გარდა ნებისმიერი სხვა პირი შეიძლება განიხილებოდეს

ბიძინა ივანიშვილის მხრიდან დაინტერესების თაობაზე ჩემთვის უცნობია. ქიბარ ხალვაშმა ერთი პირი დაასახელა. შესაბამისად, ნებისმიერი სხვა პირი შეიძლება განიხილებოდეს. მე არ ვიცი, რამდენად აქვს ივანიშვილს ინტერესი „რუსთავი2“ შეიძინოს, - ამის შესახებ „რუსთავი2“-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც „რუსთავი 2“-ის გაყიდვის და პოტენციური მყიდველების შესახებ კითხვას უპასუხა.

ამასთან, სალიას თქმით, თუ მოკლე ვადებში არ გამოჩნდება ტელეკომპანიის შეძენის მსურველი, მაშინ სხვა გეგმა იქნება ასამოქმედებელი კომპანიის გაჯანსაღებისთვის და ეს არ არის ტელევიზიის გაკოტრება.

რაც შეეხება რისკებთან დაკავშირებულ კითხვას, რომ ტელევიზია შესაძლოა, პოლიტიკურად მოტივირებული ჯგუფის ხელში აღმოჩნდეს, სალიას თქმით, ტელეკომპანია წლების განმავლობაში არსებოდა პოლიტიკურად მოტივირებული ჯგუფის ხელში.

„კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილი იყო მისი არაფორმალურად მესაკუთრე და მმართველი. ამის თაობაზე ჩვენ სარჩელი პირდაპირ შავით თეთრზე წერია და სწორედ ამას იხილავდა სასამართლო, რომ რეალური მესაკუთრეები ყარამანიშვილები არ იყვნენ და ქიბარ ხალვაშის იძულება მოხდა მიხელ სააკაშვილის მიერ, რომ დაეთმო წილები. შესაბამისად, ამ ეტაპზე თუ კარგად ნახავთ განცხადებას, ქიბარ ხალვაშმა დააფიქრისა, რომ გამოირიცხოს ყველანაირი სპეკულაციები, ეს პროცესი წარიმართება ღიად და საჯაროდ. შესაძლებელია გამოჩნდეს ან არ გამოჩნდეს მყიდველი. თუ ამ მოკლევადიან პერიოდში მყიდველი არ გამოჩნდება, მაშინ სხვა გეგმა გვექნება ასამოქმედებელი, რომლითაც ხელი უნდა შევუწყოთ კომპანიის გაჯანსაღებას. ეს არ არის კომპანიის გაკოტრება“, - აცხადებს სალია.

შეგახსენებთ, რომ „რუსთავი 2“-ის 100 %-იანი წილის მფლობელი ქიბარ ხალვაში ტელევიზიას ყიდის. როგორც ხალვაში აცხადებს, მზად არის აღნიშნულ საკითხზე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს დაელაპარაკოს, გარდა მიხეილ სააკაშვილისა.

იხილეთ ვიდეო: პაატა სალია - ჩემთვის უცნობია რა თანხად აპირებს ქიბარ ხალვაში "რუსთავი 2-ის" გაყიდვას, ეს მოლაპარაკებების საგანია

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა