ჰონგ-კონგში პოლიციამ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი მეტროში გამოიყენა

ჰონგ-კონგში ხელისუფლების მიერ სანქცირებული მშვიდობიანი აქციის შემდეგ დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები დაიწყო. არეულობამ და დაპირისპირებამ მეტროშიც გადაინაცვლა. პოლიციამ დემონსტრანტების წინაღმდეგ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი მეტროში - დახურულ სივრცეში გამოიყენა. ახლო მანძილიდან ნასროლი რეზინის ტყვია სულ მცირე ერთ ქალს მოხვდა სახეში. ექიმები თვალის დაკარგვის საფრთხზე საუბრობენ.

მომხდარი მეტროსადგურ „ტაი კუ“-ში ვიდეოკმერებზეა დაფიქსირებული. ჩანს აგრეთვე, რომ პოლიციელები ხალხის წინაღმდეგ ხელკეტებს მოძრავ ესკალატორზე იყენებენ.

საპროტესტო აქცის მონაწილეების სიმრავლის გამო ჰონგ-კონგის საერთაშორისო აეროპორტი დროებით დაიკეტა და იქ რეისების ნაწილი გაუქმდა.

მილიონიანი საპროტესტო აქციები ჰონგ-კონგში ათი კვირის წინ დაიწყო. ის ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოში ექსტრადიციის შესახებ კანონპროექტის შეტანამ გამოიწვია. ეს კანონი მიღების შემთხვევაში ჰონგ-კონგიდან ჩინეთში ეჭვმიტანილების ექსტრადიციას შესაძლებელს გახდიდა. კანონი გაურკვეველი ვადით უკან გაიწვიეს, თუმცა დემონსტრანტები მასზე სამუდამოდ უარის თქმას და თან ადგილობრივი ხელისუფლების გადადგომასაც ითხოვენ.

ამ ინფორმაციას „ბი-ბი-სი“ ავრცელებს.

იხილეთ ვიდეო: ჰონგ-კონგში პოლიციამ დემონსტრანტების მიმართ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი მეტროში გამოიყენა

თამარ ჩუგოშვილი - მე მგონი, ადამიანი არ დადის, ვისაც სჯერა, რომ უცებ მოხდა ამბოხი უმრავლესობაში - თვალში ნაცარი არავის უნდა შევაყაროთ
ქართული პრესის მიმოხილვა 14.12.2019
ვახტანგ ძაბირაძე  -  თუ სახელმწიფოს მართვის სისტემის შეცვლა გინდა, იმ გზას კი არ უნდა გადიოდე, რომელიც შენმა წინამორბედმა გაიარა
კომპანია „ფრეგოს“ მთავარი ინვესტორი განცხადებას ავრცელებს
„კავკასუს როუდ პროჯექტმა“ ბიზნეს პროცესების ავტომატიზაცია BDO-სთან პარტნიორობით განახორციელა
"Sarajishvili 2020" - უნიკალური გემოსა და დიზაინის მქონე სასმელი ამაღლებული საახალწლო განწყობისთვის
საფეხბურთო კლუბი „სამტრედია“ უმაღლეს ლიგაში გადავიდა
Archdaily „ლისი დეველოპმენტის“ პროექტების შესახებ სტატიას აქვეყნებს
ჩინური კომპანია POWERCHINA/SINOHYDRO 202-ე უსინათლო ბავშვთა საჯარო სკოლას ეწვია