„ინტერმედიას“ მეწილე კახა ანჯაფარიძე - არავის უზარალია, მით უფრო “რუსთავი2“-ს - ბრალდება აბსურდულია და მას სამართლებრივი შინაარსი არ გააჩნია

არავის უზარალია, მით უფრო “რუსთავი2“-ს - ბრალდება აბურდულია და მას სამართლებრივი შინაარსი არ გააჩნია, - ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაბარებულმა, შპს “ინტერმედიას“ ერთ-ერთმა მეწილემ კახა ანჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

“საქმეს სამართლებრივი შინაარსი არა აქვს. პროკურატურა დაინტერესდა იმიტომ, რომ როგორც ჩანს, მას ჭარბი და მომეტებული ინტერესი აქვს ნიკა გვარამიას პერსონის მიმართ“, - განაცხადა ჯაფარიძემ გენერალურ პროკურატურაში შესვლისას.

გასულ კვირას გენერალურ პროკურატურაში “ინტერმედიას“ დამფუძნებელი ზურაბ იაშვილიც გამოიკითხა. საკითხი “რუსთავი 2“-ის საქმეს და აღნიშნულ ტელეკომპანიასა და “ინტერმედიას“ შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას ეხება.

იხილეთ ვიდეო

დავით უსუფაშვილი - ახლა ივანიშვილის შუის გაკრეფის კონცეფცია ეხება ყველას, ვინც მის ორბიტაზე არაა, გასაკრეფია, რადგან სახიფათო და პრობლემურია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2019
ვალერი სოლოვეი - კრემლის ქმედებების მოაზროვნე გამმართლებლები, ვინც საქართველოს საქმეებში ჩახედულია, თვლიან, რომ რუსეთს აღარ შეუძლია საქართველოს  პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა
ზაზა ფაჩულიამ „არქი“ იყიდა