ოთარ კახიძე - ისრაელში კეზერაშვილთან დაკავშირებული ყველა პოტენციური ბრალდება არის გაქარწყლებული,  ინფორმაცია, რომელსაც „ქართული ოცნება“ ავრცელებს, სიცრუეა

ისრაელში კეზერაშვილთან დაკავშირებული ყველა პოტენციური ბრალდება არის გაქარწყლებული. ინფორმაცია, რომელსაც „ქართული ოცნება“ ავრცელებს, სიცრუეა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“„ევროპული საქართველოს" წევრმა ოთარ კახიძემ გავრცელებულ ინფორმაციაზე საუბრისას განუცხადა, რომლის თანახმად, ისრაელში, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

ოთარ კახიძის განცხადებით, გამოძიების დონეზევე გაქარწყლდა ეჭვი, რომ დავით კეზერაშვილი რაიმე დანაშაულებრივ მოქმედებებში ფიგურირებს. მისივე თქმით, საქმე სასამართლომდეც არ მისულა, მიუხედავად ამისა, „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულ სიცრუეს ავრცელებს საზოგადოებაში იმის გამო, რომ „შეშფოთებულები არიან ახალი ტელევიზიის გახსნის დაანონსებით.“

„ინფორმაცია, რომელსაც „ქართული ოცნება“ ავრცელებს არის სიცრუე და ადვილად გადამოწმებადი, ვინაიდან ისრაელში, პირიქით, კეზერაშვილთან დაკავშირებული ყველა პოტენციური ბრალდება არის გაქარწყლებული. პოლიციამ ამის შესახებ ოფიციალურად განაცხადა, რომ არსებობდა გარკვეული ინფორმაცია საწყის ეტაპზე, რომ კეზერაშვილი ფიგურირებდა გარკვეულ დანაშაულებრივ მოქმედებებში, მაგრამ პოლიციის დონეზევე გაქარწყლდა აღნიშნული ეჭვები“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს