კომპანია „ალმას“ დირექტორი - მოლოდინი გვქონდა, რომ თეთრად გადაღებვის მომსახურებას დაახლოებით, 15 ათას ტაქსის მანქანას გავუწევდით

ტაქსის მანქანების თეთრად გადაღებვის მომსახურების გაწევაზე პასუხისმგებელი კომპანიის, „ალმას“ დირექტორის განცხადებით, მათ მოლოდინი ჰქონდათ, რომ შესაბამის მომსახურებას დაახლოებით 15 ათას ტაქსს გაუწევდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შპს “ალმას“ დირექტორმა, გიორგი ტრაპაიძემ განუცხადა, ტაქსის მანქანების თეთრად გადაღებვის თუ თეთრი სტიკერის გადაკვრის, ასევე ქიმწმენდის მომსახურების გაწევისთვის მთელი თბილისის მასშტაბით გახსნილი ჰქონდათ საჭირო რაოდენობის სერვის ცენტრები.

რაც შეეხება შეკითხვას, ხომ არ იგეგმება თეთრად გადაღებვისა და ფირის გადაკვრის ვაუჩერების გაცემის ვადის გადახედვა იმ მიზნით, რომ შესაბამისი ავტომანქანების რაოდენობა გაიზარდოს, ტრაპაიძის განმარტებით, არ აქვს ინფორმაცია, რომ მერია მსგავსი გადაწყვეტილების მიღებას გეგმავს.

„თავდაპირველი პროექტის მიხედვით, კომპანია „ალმას“ მომსახურება უნდა გაგვეწია დაახლოებით, 15 ათასი ტაქსისთვის, მათთვის, ვისაც ლიცენზია გასული წლის 10 ოქტომბრამდე ჰქონდა აღებული. აქედან გამომდინარე გვქონდა გახსნილი სერვის ცენტრები მთელი თბილისის მასშტაბით და ვიყავით მომზადებული რომ ამ რაოდენობისთვის მომსახურება გაგვეწია. ამ პერიოდის განმავლობაში კიდევ დამატებით ღებვას სტიკერების გადაკვრაც დაემატა და ბევრი სხვა თავდაპირველი პირობა შერბილდა იმისთვის, რომ უფრო გამარტივებულიყო მძღოლებისთვის მომსახურება. მძღოლების მომართვიანობაზე ჩვენ ვერანაირ გათვლას ვერ გავაკეთებდით. შესაბამისად, დღეს რა რაოდენობაც არის ჩვენამდე მოსული, არცერთი ადამიანი მომსახურების გარეშე არ დარჩენილა“, - განაცხადა ტრაპაიძემ.

რაც შეეხება ავტომანქანებზე რეკლამის განთავსებას, როგორც გიორგი ტრაპაიძე აცხადებს, პროცესი უკვე დაწყებულია და დაახლოებით, 400 ავტომანქანაზე უკვე განთავსებულია სხვადასხვა სარეკლამო იმიჯები.

შეგახსენებთ, რომ ტაქსის ლიცენზიის მქონე მძღოლებზე, 10 აგვისტოს მდგომარეობით, თეთრად გადაღებვის და ფირის გადაკვრის მხოლოდ 2610 ვაუჩერია გაცემული. 7 აგვისტოს მდგომარეობით კი განაღდებულია 994 ვაუჩერი. აღსანიშნავია, რომ 10 აგვისტოს ვაუჩერების გაცემის ვადა ამოიწურა.

ცნობისთვის, 2019 წლის 1-ელ ოქტომბერს ტაქსების რეფორმის მეორე ეტაპი იწყება. ამ დროისთვის თბილისში მოძრავი ლიცენზირებული ტაქსები თეთრი ფერის, მარცხენასაჭიანი და ხუთკარიანი უნდა იყოს, გავლილი ჰქონდეს ტექდათვალიერება, ასევე ფლობდეს ლიცენზიას. ლიცენზია თბილისში 31784 მძღოლს აქვს აღებული.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო