ყირგიზეთის ყოფილ პრეზიდენტს, ალმაზბეკ ატამბაევს  სახელმწიფო გადატრიალების დაგეგმვაში ადანაშაულებენ

ყირგიზეთის პროკურატურა ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს, ალმაზბეკ ატამბაევს სახელმწიფო გადატრიალების დაგეგმვაში ადანაშაულებს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ რუსულ საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

ყოფილი პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი 7 აგვისტოს სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.

სპეცოპერაციის დროს, რომელიც სოფელ კოი-ტაშში ატამბაევის რეზიდენციასთან ჩატარდა, ერთი სპეცრაზმელი დაიღუპა, ათეულობით ადამიანი კი დაშავდა. მაშინ სამართალდამცავები აცხადებდნენ, რომ ატამბაევი კორუფციის საქმეზე ჩვენების მისაცემად აიყვანეს.

ალმაზბეკ ატამბაევი ყირგიზეთის პრეზიდენტის პოსტს 2011-2017 წლებში იკავებდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო