არჩილ თალაკვაძე - ჩვენი ყველა თანაგუნდელი, რომელმაც წარმატებით იმუშავა პარლამენტში, გუნდში მომავალშიც თავის ღირსეულ ადგილს დაიკავებს

შემოდგომაზე კიდევ უფრო ინტენსიური გახდება კონსულტაციები , თუ როგორ მოხდება მმართველი პარტიის საპარლამენტო გუნდის დაკომპლექტება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს, პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.

კითხვაზე, ვისთან შეიძლება „ქართულმა ოცნებამ“ კოალიცია ჩამოაყალიბოს, თალაკვაძემ აღნიშნა, რომ ეს არჩევნების შედეგებზეა დამოკიდებული.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ „მმართველმა გუნდმა დემოკრატიული გადაწყვეტილება მიიღო და შეცვალა საარჩევნო მოდელი“. მისივე თქმით, პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებზე, სადაც ნულოვანი ბარიერია, მთავრობის დაკომპლექტება გამარჯვებულმა პარტიამ შესაძლოა, კოალიციური გაერთიანების გარეშეც მოახერხოს.

„ჩვენ გვაქვს კოალიციური მართვის გამოცდილებაც, გვაქვს მყარი უმრავლესობით მართვის გამოცდილებაც. რასაც გადაწყვეტს ქართველი ხალხი და ჩვენი ამომრჩეველი, ჩვენ პატივს ვცემთ და შესაბამის გადაწყვეტილებებს მივიღებთ არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე. რაც შეეხება კოალიციას, „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო დემოკრატიული გადაწყვეტილება, 2017-2018 წლებში, როდესაც ჩვენ გავაკეთეთ საკონსტიტუციო რეფორმა და ჩავდეთ ამ რეფორმაში პროპორციულ სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილება და წელს უკვე საზოგადოების, განსაკუთრებით ახალგაზრდების გულწრფელი მოთხოვნის შემხვედრი ნაბიჯი გადავდგით და 2024 წლიდან ეს არჩევნები გადმოვიტანეთ 2020 წელს. შესაბამისად, პროპორციული მოდელი ნულოვანი ბარიერით გულისხმობს თავისთავად იმის ალბათობას, რომ რომელიმე პარტია შესაძლოა მიიღებს საკმარის უმრავლესობას მთავრობის დასაკომპლექტებლად ან შესაძლოა საჭირო გახდეს პარტიებს შორის კოალიციური შეთანხმება. თუ, რომელი პარტიები დასხდებიან ერთმანეთთან სასაუბროდ კოალიციურ გაერთიანებაზე, ეს არის დამოკიდებული არჩევნების შედეგებზე.

ჩვენი ყველა თანაგუნდელი, პოლიტიკოსი, რომელმაც წარმატებით იმუშავა ამ პარლამენტში ჩვენი ხელისუფლების პრიობებში, რა თქმა უნდა, მომავალშიც ჩვენს გუნდიც და პოლიტიკურ სისტემაში თავის ღირსეულ ადგილს დაიკავებს. ბუნებრივია, კონსულტაციები მიმდინარეობს. ეს გახდება კიდევ უფრო ინტენსიური შემოდგომაზე, თუ როგორ მოხდება ჩვენი მომავალი საპარლამენტო გუნდის დაკომპლექტება. ასევე ჩვენ ვმუშაობთ პოლიტიკურ პროგრამაზე, რომელიც იქნება ინოვაციური და ძალიან პოზიტიურ დღის წესრიგზე აგებული“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა