არჩილ თალაკვაძე  - ყველა ადამიანი კანონის წინაშე თანასწორია და თუ კითხვები არსებობს, პირველ რიგში, ვპასუხობთ, როგორც მოქალაქე და შემდეგ როგორც თანამდებობის პირი

ჩვენი ამოსავალი პრინციპი ნებისმიერ საქმესთან დაკავშირებით არის ის, რომ ყველა ადამიანი კანონის წინაშე არის თანასწორი და თუ კითხვები არსებობს, პირველ რიგში, ის კანონის წინაშე პასუხობს, როგორც მოქალაქე, შემდეგ როგორც თანამდებობის პირი და შემდეგ როგორც პოლიტიკური გუნდის წევრი,- ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტების კითხვას, რატომ გაჩნდა კითხვები ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ, თუკი წლების განმავლობაში წარმატებით ხორციელდებოდა ინფრასტრუქტურული პროექტები.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, მაღალჩინოსნების შესაძლო დაკავებასთან დაკავშირებით ის კომენტარს ვერ გააკეთებს.

"არა მგონია, პარლამენტის თავმჯდომარემ ვარაუდებზე უნდა გააკეთოს კომენტარი, იგეგმება თუ არა რომელიმე ადამიანის დაკავება. ეს ის საქმე არ არის, რასაც პარლამენტის თავმჯდომარემ უნდა უპასუხოს, ამაზე უნდა უპასუხოს საგამოძიებო უწყებებმა და სასამართლომ. შესაბამისად, ისევე როგორც სხვა შემთხვევებში, ამ შემთხვევაშიც მე დარწმუნებული ვარ, პროცესი იქნება გამჭვირვალე და კითხვებზე პასუხებს საზოგადოება მოისმენს. იცით, რომ პროკურატურა საჯაროდ აწვდის ყველა ინფორმაციას საზოგადოებას. ჩვენ მივესალმებით ამ საჯაროობას, გამჭვირვალობას თითოეულ საქმეზე, სადაც საზოგადოების ინტერესი მაღალია",- განაცხადა თალაკვაძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს