არჩილ თალაკვაძე - როდესაც ამბობთ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი არ ესწრება საჯარო ღონისძიებებს, ეს არ არის კორექტული

როდესაც ამბობთ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი არ ესწრება საჯარო ღონისძიებებს, ეს არ არის კორექტული, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტების კითხვას, რატომ არ ჩნდება საჯარო ღონისძიებებზე გიორგი გახარია და რატომ ავრცელებს მის შეხვედრებზე ინფორმაციას მხოლოდ უწყების პრესსამსახური. როგორც თალაკვაძე ამბობს, გახარიას უწყების მოვალეობა ქვეყანაში მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვაა, ვიდრე საჯარო ღონისძიებებზე დასწრება.

„შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, როგორც მინიმუმ ორ საჯარო ღონისძიებას ესწრებოდა. თქვენ რომ ამბობთ, რომ ის საჯარო ღონისძიებას არ ესწრებოდა, ეს არ არის კორექტული. მეორეც, შინაგან საქმეთა მინისტრის ამოცანა, მისი პასუხისმგებლობა და მოვალეობა უფრო მეტად არის ის, რომ საჯარო ღონისძიებები, მოქალაქეთა უსაფრთხოება და მართლწესრიგი იყოს დაცული, ვიდრე ის, რასაც თქვენ ბრძანებთ. შესაბამისად, პირველ რიგში, ბატონო გახარია ასრულებს თავის მოვალეობას და იმ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, რომელიც მას აკისრია. ერთი მინისტრის საქმე არის ინფრასტრუქტურა, მეორის - თავდაცვის მოდერნიზაცია და განვითარება, შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობაა ქვეყანაში უსაფრთხოების და მართლწესრიგის დაცვა, შესაბამისად, თუ ამ მიმართულებით გაქვთ კითხვები, ჯობს, ამაზე ვისაუბროთ",- განაცხადა თალაკვაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს