ალდაგი  ფერმერებს  პირუტყვის  დაზღვევას  სთავაზობს

ფერმერებს სადაზღვევო კომპანია ალდაგში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაზღვევა შეუძლიათ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სადაზღვევო კომპანია „ალდაგიდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ფერმერები დაზღვევის შემთხვევაში თავისუფლდებიან იმ რისკისგან, რომ მათი პირტყვი მოულოდნელად განადგურდება და მეურნეობის აღდგენას დამატებითი თანხები დასჭირდება.

„პირუტყვის დაზღვევა კარგი შესაძლებლობაა მათთვისაც, ვისაც მსხვილი მეურნეობა აქვს და მათთვისაც, ვისაც რამდენიმე სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი ჰყავს.

„ალდაგში“ პირუტყვის დაზღვევა შემდეგ რისკებს ითვალისწინებს: მათ შორისაა გარეული მხეცებისაგან მიყენებული ზიანი, ტრავმული პერიკარდიტი, ტიმპანია, ტრანსპორტის დაჯახება, მშობიარობის შედეგად სიკვდილი, ჭრილობები, სხვა პირუტყვის ზემოქმედებით მიყენებული ტრამვული დაზიანებები, ქურდობა და ა.შ.

ეს ის გავრცელებული საფრთხეებია, რომელიც სოფლად ხშირია და ფერმერს სერიოზული ზიანი შეიძლება მიაყენოს, რის გამოც ფერმერი გარკვეულ თანხას საჭიროებს, რომ მეურნეობა აღადგინოს და შემოსავლის წყარო არ დაკარგოს. ასეთ ხარჯებს ანაზღაურებს ალდაგის პირუტყვის დაზღვევა.

ალდაგის პირუტყვის დაზღვევის პოლისი საქონლის დაზღვევას 8 თვის ასაკიდან - 8 წლის ჩათვლით ითვალისწინებს. ზარალი, რომელიც ფერმერს მისი კუთვნილი პირუტყვის სიკვდილისას მიადგება, სადაზღვევო პოლისის პირობების მიხედვით ანაზღაურდება.

ფერმერს შეუძლია შეიძინოს ორი პოლისიდან ერთ-ერთი:

წელიწადში 40 ლარად - 400 ლარიანი ანაზღაურების ლიმიტით.

წელიწადში 60 ლარად -500 ლარიანი ანაზღაურების ლიმიტით.

გარდა ამ სტანდარტული პაკეტებისა, შესაძლებელია ინდივიდუალური სადაზღვევო პაკეტის შემუშავებაც, რომელიც კონკრეტულად ფერმერის ინდივიდუალურ საჭიროებას შეესაბამება. პოლისის შეძენა საქართველოს მასშტაბით კრედოს ყველა ფილიალშია შესაძლებელი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს