შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული  სამეცნიერო  ფონდის გენერალური  დირექტორი შტუტგარტში შტაინბაისის ფონდის პრეზიდენტს შეხვდა

გერმანიაში, ქალაქ შტუტგარტში, შტაინბაისის ფონდში, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის, ზვიად გაბისონიას და შტაინბაისის ფონდის პრეზიდენტის პროფესორ, მიხაელ აუერის ოფიციალური შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ფონდის გენერალურმა დირექტორმა, პროფესრომა ზვიად გაბისონიამ შტაინბაისის ფონდის წარმომადგენლებს გააცნო რუსთაველის ფონდის საქმიანობა, მიზნები, პრიორიტეტები. ასევე დეტალურად განიხილა მეცნიერების რეფორმის ძირითადი პრინციპები.

შტაინბაისის ფონდის პრეზიდენტმა, პროფესორმა აუერმა სურვილი გამოთქვა საქართველოსთან თანამშრომლობის დაწყებაზე და პარტნიორ ინსტიტუციად სწორედ რუსთაველის ფონდი დაასახელა. მომავალი წლიდან შტაინბაისის ფონდი დაეხმარება რუსთაველის ფონდს გამოყენებითი საგრანტო პროექტების ტექნოლოგიურ ტრანსფერებად გარდაქმნის პოლიტიკის შემუშავებაში.

„შტაინბაისი არის გერმანიის ერთ- ერთი ყველაზე დიდი ფონდი, რომელიც კერძო დაფინანსებების ჭრილში მუშაობს. შტაინბაისი 30 წელზე მეტია, რაც წარმატებული ცოდნისა და ტექნოლოგიის გადაცემას ემსახურება. ფონდის ქსელი აერთიანებს 1,100 ტრანსფერულ კომპანიას და გვთავაზობს ტექნოლოგიისა და მართვის ფართო გამოცდილებას.

პროფესორმა აუერმა იმედი გამოთქვა გრძელვადიან თანამშრომლობაზე. მიმდინარე წლის ბოლომდე ფონდებს შორის შემუშავდება თანამშრომლობის დეტალური გეგმა და ფორმატი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო