გია ვოლსკი - იმ შეკითხვას არავინ სვამს, როგორ მოახერხა დავით კეზერაშვილმა თავდაცვის მინისტრის პოსტის დატოვებისთანავე მილიარდერად ქცევა

იმ შეკითხვას არავინ სვამს, როგორ მოახერხა დავით კეზერაშვილმა თავდაცვის მინისტრის პოსტის დატოვებისთანავე მილიარდერად ქცევა,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა.

როგორც ვოლსკი აცხადებს, მთავარი შეკითხვა ის კი არაა, დამთხვევაა თუ არა გამოძიების დაწყება და კეზერაშვილის მიერ ტელევიზიის გახსნის დაანონსება, არამედ ის თუ როგორ გახდა მილიარდერი კეზერაშვილი მინისტრის პოსტის დატოვების შემდეგ.

„ძალიან საინტერესო დამთხვევები ხდება. კეზერაშვილის განცხადების შემდეგ, რომ ტელევიზიას ქმნის, ისრაელში დაიწყო რაღაც მითქმა-მოთქმა, იმის თაობაზე, რომ ჩართულია კორუფციულ გარიგებებში. დაემთხვა თუ არ დაემთხვა? ეს არის მთავარი შეკითხვა, მაგრამ იმ შეკითხვას არავინ არ სვამს, როგორ მოახერხა კეზერაშვილმა თავდაცვის მინისტრის პოსტის დატოვებისთანავე მილიარდერად ქცევა. შეიძლება ეს შეკითხვა ჰქონდეთ სამართალდამცავებს ისრაელშიც და რას რა ემთხვევა, ამას ნუ განვსაზღვრავთ, იმიტომ, რომ ადამიანმა შეიძლება წინასწარ იცოდეს მის მიმართ გარკვეული პრეტენზიების არსებობის შესახებ, ეგ ერთი და მეორე, ისრაელი საკმაოდ განვითარებული და მყარი დემოკრატიის მქონე ქვეყანაა იმისათვის, რომ გაითვალისწინოს კეზერაშვილს ტელევიზიის შექმნა უნდა თუ არ უნდა და ამის მიხედვით იმსჯელოს მის მიმართ გამოძიების წარმოებაზე. ეს იმდენად ლოგიკურია, რომ მე არა მგონია, ან ისრაელს უნდა მივაყენოთ შეურაცხყოფა ჩვენს კომენტარებში ან ჩვენ დავკარგოთ ლოგიკა საქართველოში“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, გავრცელებული ინფორმაციით, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ ისრაელში იარაღით ვაჭრობასთან დაკავშირებით, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო