ჩრდილოეთ კორეის საკითხებში აშშ-ის დესპანი შესაძლოა, რუსეთში აშშ-ის ელჩად დაინიშნოს

ჩრდილოეთ კორეის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელი სტეფან ბიგანი შესაძლოა, რუსეთში აშშ-ის ელჩად დაინიშნოს, - ამის შესახებ სააგენტო „როიტერსი“ სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს.

სააგენტოს ინფორმაციით, ელჩის თანამდებობაზე ბიგანის დანიშვნის გარშემო მსჯელობა მიმდინარეობს და ტრამპი, სავარაუდოდ, მასზე გააკეთებს არჩევანს.

აღნიშნულ ინფორმაციაზე კომენტარს ჯერჯერობით არც ბიგანი და არც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აკეთებენ.

56 წლის სტეფან ბიგანს მიჩიგანის უნივერსიტეტში პოლიტიკური მეცნიერებისა და რუსული ენის ფაკულტეტები აქვს დამთავრებული. ის 1992-1994 წლებში მოსკოვში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის რეზიდენტი დირექტორი გახლდათ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა