„ტვ პირველის“ აღმასრულებელი დირექტორი -  ყველაფერი გათიშულია, პირდაპირი ეთერი არის შეუძლებელი და ვცდილობთ სარეზერვო რესურსები გამოვიყენოთ

ამ წუთისთვის ყველაფერი გათიშულია, პირდაპირი ეთერი არის შეუძლებელი და ვცდილობთ სარეზერვო რესურსებით გავიდეთ ეთერში. ამის შესახებ "ტვ პირველის" აღმასრულებელმა დირექტორმა ნანა აბურჯანიძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, ისინი "ტვ პირველზე" განხორციელებულ კიბერშეტევას რაიმე კონკრეტულ ფაქტსა და მოვლენას არ უკავშირებენ.

"ეს არის ჩვენ სერვერზე განხორციელებული კიბერშეტევა. სერვერი ძლიერ დავირუსდა. ახლა ვცდილობთ გავერკვეთ სიტუაციაში. შინაგან საქმეთა სამინისტროდანაც მოსულია ძალიან დიდი ჯგუფი და მათთან ერთად შევეცდებით მოვახდინოთ დიაგნოსტიკა, რა ტიპის შეტევა იყო და რა შედეგები შეიძლება დადგეს. ამ წუთისთვის ყველაფერი გათიშულია, პირდაპირი ეთერი არის შეუძლებელი და ვცდილობთ სარეზერვო რესურსებით გავიდეთ ეთერში. ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ, რომ მაუწყებლობის აღდგენა შევძლოთ“, - განაცხადა ნანა აბურჯანიძემ.

იხილეთ ვიდეო: "ტვ პირველის" დირექტორი კიბერშეტევას რაიმე კონკრეტულ ფაქტსა და მოვლენას არ უკავშირებს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო