დიმიტრი გვრიტიშვილი - ანა დოლიძე შერჩევითად უდგება მოსამართლეობის კანდიდატებს - რომელიც არ აინტერესებს, იმ კანდიდატთან გასაუბრებისას სატელევიზიო ეთერებში და შეიძლება, გასარუჯად დადის

მე თუ მკითხავთ, ფორმალური ანა დოლიძის მონაწილეობაა - ის შერჩევითად უდგება კანდიდატებს, ხოლო იმ კანდიდატთან გასაუბრებისას, რომელიც არ აინტერესებს, დადის სატელევიზიო ეთერებში და შეიძლება, დადის გასარუჯად, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ მადი ჩანტლაძესთან გასაუბრების დასრულების შემდეგ განაცხადა.

ის გამოეხმაურა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის განცხადებას, რომ სახეზეა „ვითომ კონკურსი".

„მე თუ მკითხავთ, ფორმალური ანა დოლიძის მონაწილეობაა. შერჩევითად უდგება კანდიდატებს, რომელიც აინტერესებს, იმ კანდიდატის გასაუბრებას ესწრება, რომელიც არ აინტერესებს, იმ დროს დადის სატელევიზიო ეთერებში, შეიძლება, დადის გასარუჯად, შემდგომ ამას ამართლებს, რომ თითქოს რაღაც სამედიცინო გამოკვლევაზე იყო, თუმცა სათანადო წესით, კანონით განსაზღვრული დოკუმენტებით ეს ფაქტი დადასტურებული არ არის. აქედან გამომდინარე, მისი მონაწილეობაა ფორმალური, თორემ საზოგადოება ხედავს, რომ ჩვენ საათობით, დილიდან დაღამებამდე ყველა კანდიდატს ვეპყრობით თანასწორად, კითხვები თანაბარი სირთულისაა. ისინი კი არჩევენ კანდიდატებს იმის მიხედვით, რომელი კანდიდატია მათთვის სიმპათიური, დაუსვამენ თუ არა შეკითხვებს და რა ფორმით", - აღნიშნა გვრიტიშვილმა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა