მაშველებმა სოფელ ლელუბნის მიმდებარედ, ტყეში  დაკარგული 66 წლის მამაკაცი იპოვეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა მცხეთის მუნიცპალიტეტის სოფელ ლელუბნის მიმდებარედ, ტყეში დაკარგული 66 წლის მამაკაცი იპოვეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ "112"-ში შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე დაუყონებლივ გავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები. მაშველებმა რამდენიმესაათიანი საძიებო სამუშოების შემდეგ, მამაკაცი უვნებლად იპოვეს და უსაფრთხო ადგილზე გამოიყვანეს. მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

საძიებო ოპერაციაში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მცხეთა-მთიანეთის სამმართველოს სამაშველო ჯგუფი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს