საავტომობილო გზების დეპარტამენტი ფასიან გზებთან დაკავშირებით, შესაბამისი კვლევის ჩასატარებლად მუშაობს

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, უწყება ფასიან გზებთან დაკავშირებით, შესაბამისი კვლევის ჩასატარებლად მუშაობს, რომლის მიხედვითაც, განისაზღვრება მონაკვეთები, სადაც მძღოლებს საფასურის გადახდა მოუწევთ, ასევე ტარიფი და სხვა დეტალები.

„ფასიან გზებთან დაკავშირებით, რომელიც არის წარმატებული ქვეყნების გავრცელებული პრაქტიკა, ვმუშაობთ ამჟამად შესაბამისი კვლევის ჩასატარებლად, რომელიც გაგვცემს პასუხს, თუ რომელ მონაკვეთზე, რამდენი, როგორ, ვისზე უნდა გავრცელდეს ეს. შესაბამისად ვფიქრობთ, რომ შესაძლებელია ეტაპობრივად, სხვადასხვა მონაკვეთებზე და შემდეგ მთლიანად მაგისტრალზე, მოხდეს ამის განვითარება“, - განაცხადა ქარსელაძემ.

მისივე თქმით, დეტალები შესაბამისი კვლევის შემდეგ გაირკვევა. დაფინანსების საკითხზე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები.

„ჯერ გამოვლენილი არაა, კვლევას ვინ ჩაატარებს. საერთაშორისოს საფინანსო ინსტიტუტებთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს მხარდაჭერის და დაფინანსების გამოყოფის კუთხით და როგორც კი ეს მოხდება, მყისიერად მზად ვართ, რომ შესყიდვის პროცედურა დავიწყოთ, კონსულტანტის შესარჩევად, რომელსაც ექნება ამ მიმართულებით გამოცდილება და ძალიან კონკრეტულ რეკომენდაციებს გასცემს როგორც სავარაუდოდ გამოსაყენებელ ტექნოლოგიებთან, მონაკვეთებთან, საფასურებთან მიმართებაში და დაგვეხმარება იმ გრძელვადიან გეგმის შემუშავებაში, რომლის ფარგლებშიც ეტაპობრივად მოხდება სხვადასხვა კატეგორიის ავტოტრანსპორტის ჩართვა ამ სისტემაში,“-აცხადებს ქარსელაძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო