გლდანის მერვე მიკრორაიონში ბაღის მშენებლობა ფინალურ ფაზაშია

გლდანის მე-8 მიკრორაიონში საბავშვო ბაღის მშენებლობა ფინალურ ფაზაშია. თბილისის მერიის ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაოები თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ რაიონის გამგებელ ბექა მიქაუტაძეს გააცნო.

ბაგა-ბაღი 10-ჯგუფიანია და 300-მდე აღსაზრდელს მიიღებს. შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად შენდება: ადაპტირებულია შშმ პირთათვის, გათვალისწინებულია სახანძრო უსაფრთხოებისა და ბავშვთა უსაფრთხოების ყველა საკითხი.

ბაგა-ბაღის ეზოში მოეწყობა სათამაშო მოედნები, დამონტაჟდება საჩრდილობლები და სხვა საპარკე ინვენტარი.

სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, შემოდგომაზე, ეტაპობრივად გაიხსნება ხუთი ბაღი.

„ამჟამად თბილისში 9 საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელთაგან ხუთს შემოდგომაზე ეტაპობრივად გავხსნით. ახალი შენობები აკმაყოფილებს იმ თანამედროვე სტანდარტებს, რაც სკოლამდელი განათლების დაწესებულებისთვისაა სავალდებულო - მაქსიმალურად იქნება უზრუნველყოფილი ბავშვთა უსაფრთხოება“, - განაცხადა სააგენტოს დირექტორმა კახაბერ გვანცელაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო