საავტომობილო გზების დეპარტამენტი წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით წელს ორჯერ მეტი გზის რეაბილიტაციას გეგმავს

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა დღეს 6 თვის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილი გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, 2019 წლის პირველ ნახევარში საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას უპრეცენდენტო მოცულობის თანხა - 397 838 275 ლარი მოხმარდა, რაც წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 36.4% მეტია.

უწყების ცნობით, საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2019 წლის გეგმა 550 კმ. გზის რეაბილიტაციაა, რაც 2-ჯერ აღემატება წინა წლის მაჩვენებელს.

„დღეის მონაცემებით, რეაბილიტაციის კუთხით, გზების დეპარტამენტში 237 პროექტი მიმდინარეობს, რომელთა ჯამური ღირებულება 737 მილიონი ლარია. აქედან 41 პროექტი უკვე დასრულებულია, წლის ბოლომდე კი პროექტების 70% დასრულდება.

რეაბილიტირდა ნიჩბისი-დიდიგორო-დიდი-თონეთის 26 კმ-იანი და ჭრებალო-ნიკორწმინდის დამაკავშირებელი 25.8 კმ-იანი გზები. მუშაობა მიმდინარეობს ისეთ გზებზე , სადაც აქამდე ასფალტ-ბეტონის საფარი არასდროს ყოფილა, მათ შორისაა თიანეთი-ახმეტას 28 კმ-იანი და ხორნაბუჯი-ერისიმედის 21 კმ-იანი მონაკვეთები.

აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები ტურისტული მარშრუტების რეაბილიტაციის მიმართულებით, მათ შორის - ხვამლის მთასთან მისასვლელ გზაზე, ასევე ოკაცეს კანიონთან მისასვლელ და ყინწვისი-გვერძინეთი-ტყემლოვანის გზებზე. გზების რეაბილიტაციის გარდა, წლის პირველ ნახევარში სამუშაოები განხორციელდა სტიქიის პრევენცია-ლიკვიდაციისა და ნაპირსამაგრი სამუშაოების მიმართულებითაც“,-ნათქვამია ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, 2019 წელს, 6 თვის განმავლობაში, სულ 228 ტენდერი გამოცხადდა და 541 103 278 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები გაფორმდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო