დიმიტრი საძაგლიშვილი მიიჩნევს, რომ „თეორიულად შესაძლებელია“,  გირაოს გადახდის ვადის გასვლის შემდეგ პროკურატურამ ნიკა გვარამიას დაკავება მოითხოვოს

ისინი საქმის მდგომარეობიდან გამომდინარე არ მოქმედებენ, ისინი მოქმედებენ მათზე გაცემული დავალებების შესაბამისად,- ასე უპასუხა „რუსთავი2“-ის ყოფილი დირექტორის ნიკა გვარამიას ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა ჟურნალისტების კითხვას, ხომ არ ელოდება, რომ პროკურატურამ ნიკა გვარამიას დაკავება მოითხოვოს იმ შემთხვევაში, თუკი ის გირაოს დადგენილ ვადაში არ გადაიხდის.

ნიკა გვარამიას უფლებადამცველმა გირაოს თაობაზე ნიკა გვარამიას გადაწყვეტილებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გვარამიას პოზიცია არის უცვლელი და ის არ შეიცვლება. მისივე თქმით, გვარამია მზად არის საგამოძიებო ორგანოსთან ითანამშრომლოს, თუმცა გირაოს არ გადაიხდის, რადგან ეს არ არის კანონიერი მოთხოვნა.

„არა, რა თქმა უნდა, აზრი არ არის შეცვლილი, არც დღეს, არც ხვალ და არც იმ 30 დღეში არ შეიცვლება, რაც განსაზღვრული არის გადასახდელად. ნიკა გვარამიას აქვს ძალიან მკაფიო და უცვლელი პოზიცია. ნიკა გვარამია ითანამშრომლებს გამოძიებასთან, ნებისმიერ დაძახებაზე ნებისმიერ ორგანოში გამოცხადდება, ნებისმიერ კითხვაზე გასცემს პასუხს, ოღონდ არ შეასრულებს აღკვეთის ღონისძიების პირობას, ანუ, არ გადაიხდის გირაოს, რადგან ფიზიკურად გირაო არის უკანონო მის მიმართ“,-აცხადებს საძაგლიშვილი.

რაც შეეხება კითხვას, ელოდება თუ არა დაცვის მხარე, რომ გირაოს არ გადახდის შემთხვევაში პროკურატურამ გვარამიას დაკავება მოითხოვოს, საძაგლიშვილი პასუხობს, რომ თეორიულად დასაშვებია, რომ პროკურატურამ აღკვეთის ღონისძიების შეცვლა მოითხოვოს.

„თეორიულად შესაძლებელია, რომ პროკურატურამ ერთი თვის გასვლის შემდეგ, აღკვეთის ღონისძიების შეცვლა მოითხოვოს, ეს თავად პროკურატურაზეა დამოკიდებული. რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, ვნახოთ. ფაქტია, რომ ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით ისინი არაორდინალურ გადაწყვეტილებებს იღებენ, ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც არ ემყარება საქმის შესწავლას და ჯერ გადაწყვეტილებას იღებენ და შემდეგ დასაბუთებას ეძებენ. აქედან გამომდინარე, არ ვიცი, რას მოიმოქმედებს პროკურატურა. ფაქტია, რომ ისინი საქმის მდგომარეობიდან გამომდინარე არ მოქმედებენ, არამედ ისინი მოქმედებენ მათზე გაცემული დავალებების შესაბამისად. პროკურატურაში მხოლოდ და მხოლოდ დავალების შესრულებით არიან დაკავებული“,-აცხადებს დიმიტრი საძაგლიშვილი.

ნიკა გვარამიას ადვოკატმა საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება ნიკა გვარამიასთვის 40 000 ლარიანი გირაოს შეფარდების თაობაზე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა