ადვოკატი - 2015 წელს, იმ დროს, როდესაც პროკურატურა ნიკა გვარამიას ედავება, რომ ის  იყო ცუდი დირექტორი, „იმედმა“ რეკლამიდან  მიიღო 24 მილიონ 100 ათასი ლარი, ხოლო „რუსთავი 2“- მა -  35.5 მილიონი ლარი

2015 წელს, იმ დროს, როდესაც პროკურატურა ნიკა გვარამიას ედავება, რომ ის იყო ცუდი დირექტორი, „იმედმა“ სარეკლამო გაყიდვებიდან მიიღო 24 მილიონ 100 ათასი ლარი, ხოლო „რუსთავი 2“- მა მიიღო 35.5 მილიონი ლარი, - ამის შესახებ ნიკა გვარამიას უფლებადამცველმა დიმიტრი საძაგლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, მათ სააპელაციო საჩივარში ეს გარემოებაც მოხვდა, ვინაიდან პროკურატურა ნიკა გვარამიას ედავება, რომ ის ცუდი დირექტორი იყო. ადვოკატის განმარტებით, იმისთვის, რომ დადგინდეს იყო თუ არა გვარამია ცუდი დირექტორი, ლოგიკური იქნება, რომ „რუსთავი 2“ - ის სარეკლამო ბაზრიდან მიღებული შემოსავალი მის მთავარ კონკურენტს - ტელეკომპანია „იმედს“ შედარდეს.

„ჩვენს სააპელაციო საჩივარში მოხვდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება. ზოგადად, ნიკა გვარამიას ედავებიან, რომ მან დაარღვია ფინანსური მოვალეობები ანუ ცუდი დირექტორი იყო, უკეთესად უნდა განეხორციელებინა ხელმძღვანელობა და მეტი ფული მოეტანა კომპანიაში. იმისათვის, რომ შევაფასოთ ის ცუდი დირექტორი იყო თუ კარგი, „რუსთავი 2“ უნდა შევადაროთ მის მთავარ კონკურენტს - ტელეკომპანია „იმედს“. 2015 წელს, იმ დროს, როდესაც პროკურატურა ნიკა გვარამიას ედავება, რომ ის იყო ცუდი დირექტორი, „იმედმა“ სარეკლამო გაყიდვებიდან მიიღო 24 მილიონ 100 ათასი ლარი, ხოლო „რუსთავი 2“- მა მიიღო 35.5 მილიონი ლარი. ანუ 11.5 მილიონი ლარით მეტი აქვს რუსთავი2 -ს მიღებული. ეს ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ სწორედ ნიკა გვარამიას მიერ დადებული ხელშეკრულება, შერჩეული გაყიდვების სახლი და განხორციელებული ქმედებები იყო ის საფუძველი, რამაც განაპირობა „რუსთავი 2“-ის ასეთი წარმატება. 2015 წელს სარეკლამო ბაზარზე არსებული თანხების 44.3% შემოვიდა „რუსთავი 2- ში“. თბილისის საქალაქო სასამართლოს ცხადია, არც ამ საკითხებზე უმსჯელია იმიტომ, რომ ნაჩქარევად მოხდა გადაწყვეტილების მიღება, როგორც პროკურატურის, ისე სასამართლოს მიერ,“ - განაცხადა საძაგლიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა