ლია გიგაური სოფლების განთიადის, ჯავახისა და შინდლარის მოსახლეობას შეხვდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებში - განთიადში, ჯავახსა და შინდლარში იმყოფებოდა, სადაც მოსახლეობას შეხვდა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრებზე, რომელთაც საკანონმდებლო ორგანოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, რეგიონში არსებული გამოწვევები და ის საკითხები მიმოიხილეს, რომლებიც მოსახლეობას აწუხებს.

ადგილობრივებმა, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებმა, დეტალურად ისაუბრეს მათ საჭიროებებზე, რომლებიც ინფრასტრუქტურულ საკითხებს - წყლით მომარაგებას, გზებს, ქუჩებისა და სკოლების კეთილმოწყობას უკავშირდება.

შეხვედრებზე მოსახლეობას მათ სოფლებსა და ზოგადად, რეგიონში დაგეგმილი პროექტების შესახებაც მიაწოდეს ინფორმაცია. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, აგრეთვე, საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა თითოეულ კითხვას ამომწურავად უპასუხეს.

„დღეს დმანისის მუნიციპალიტეტში სამი სოფლის მოსახლეობას შევხვდით. ასეთი უშუალო და გახსნილი შეხვედრები მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ მოქვეყნის ბიუჯეტი მოსახლეობის საჭიროებების შესაბამისად, მათი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით დაიგეგმოს. ამ გზით შესაძლებელია უფრო ახლოს მივიდეთ რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებთან, მაქსიმალურად გაიზარდოს მათი ჩართულობა და მონაწილეობა დაგეგმვის პროცესში, გვქონდეს საშუალება მოვისმინოთ შეფასებები მიმდინარე პროექტებთან დაკავშირებით და ერთდად განვსაზღვროთ ახალი პრიორიტეტები.

დღევანდელ შეხვედრებზე განსაკუთრებულად გამოიკვეთა სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემატიკა, სამედიცინო სერვისების ეფექტურობის გაზრდის საჭიროება.

მოსახლეობა გახსნილად ლაპარაკობს პრობლემებზე, რადგან სჯერათ, რომ მათი რეკომენდაციები უყურადღებოდ არ დარჩება და ხელისუფლება მათ მოსაგვარებლად მაქსიმუმს გააკეთებს“, - განაცხადა ლია გიგაურმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა