„ბლუმბერგი“ საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს პოპულარიზებას გაუწევს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა „ბლუმბერგის მედია ჯგუფის“ ოფიციალურ წარმომადგენელს გლობალურ ბაზრებზე ტოდ ბაუერს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე განხილული იყო აღნიშნულ გლობალურ კორპორაციასთან თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები. სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აღინიშნა, რომ „ბლუმბერგი“ საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის პოპულარიზებაში დაეხმარება. ამ მიზნით, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და „ბლუმბერგ მედია ჯგუფს“ შორის კონტრაქტი გაფორმდა. აღსანიშნავია, რომ „ბლუმბერგის“ მედიაპლატფორმასთან თანამშრომლობის შედეგად ქვეყნის ტურისტული შესაძლებლობებისა და სხვადასხვა ტურისტული მიმართულებების შესახებ საინფორმაციო კამპანია საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამაც განახორციელა.

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც შეხვედრაზე ისაუბრეს, შეეხებოდა საქართველოს, როგორც რეგიონის ეკონომიკური ლიდერის წარდგენას ახალი ეკონომიკური ფორუმის ფორმატში, რომელიც 2018 წელს სინგაპურში გაიმართა, ხოლო მიმდინარე წელს ჩინეთში გაიმართება. ფორუმი მიზნად ისახავს დასავლეთისა და აღმოსავლეთის ქვეყნების ეკონომიკური კავშირების გამყარებას, ბიზნესებს შორის თანამშრომლობის განვითარებას და საუკეთესო ეკონომიკური რეფორმებისა და გადაწყვეტილებების გაზიარებას.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ალავიძე და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი.

ალექსეი მალაშენკო - სირიაში ყველაფერი ისევ ისე იქნება, როგორც აქამდე იყო,  ბაშარ ასადის შესანარჩუნებლად მოსკოვს ანკარასთან და თეირანთან კომპრომისებზე წასვლა უწევს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.09.2019
„სოფლად ცხოვრება, როგორც ტურისტული პროდუქტი” - რა იგეგმება ბათუმში 20-21 სექტემბერს?
საქართველოს საგარეო პოლიტიკა - ნაბიჯები მომავლისკენ
BDO-მ მე-4 კატეგორიის კომპანიების მომსახურებისთვის სპეციალური გუნდი გამოყო
რა მავნე ნივთიერებები აღმოაჩინა ჰამბურგის ლაბორატორიამ საქართველოდან გაგზავნილი თუთუნის შემადგენლობაში