ბაკურიანში სამი ახალი საბაგიროს მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით,  მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან ავსტრიულ-შვეიცარულ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდება

ბაკურიანში სამი ახალი საბაგიროს მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით, მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან ავსტრიულ-შვეიცარულ კომპანია „დოპელმაიერ-გარავენტა ჯგუფთან“ ხელშეკრულება გაფორმდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, საბაგიროების მშენებლობა, თხილამურითა და სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის დიდველის მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა განხორციელდეს.

ხელშეკრულებას ავსტრიულ-შვეიცარიულ კომპანიასთან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანია“ გააფორმებს.

ღონისძიება 14 აგვისტოს, ბაკურიანში, დიდველის მიმდებარე ტერიტორიაზე 11:00 საათზე დაიწყება და მას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გახსნის. ღონისძიებას ასევე დაესწრებიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორი თეიმურაზ გამცემლიძე, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის, ფრისტაილის კოორდინატორი ჯოზეფ ფიდჯერალდი, ავსტრიის ელჩი არად ბენკო და „დოპელმაიერ-გარავენტა ჯგუფის“ რეგიონალური კოორდინატორი ვალერი იაშინი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო