საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსად  ვაჟა სირაძე დაინიშნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე პოლიციის მაიორი ვაჟა სირაძე დაინიშნა.

უწყების ინფორმაციით, სირაძე 2019 წლის თებერვლიდან აგვისტომდე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

სხვადასხვა წლებში იყო შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს გორის სამმართველოს უფროსის მოადგილე, ასევე სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს მესტიის (ზემო სვანეთი) რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე. 2015 წელს დაინიშნა შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის სამმართველოს II განყოფილების უფროსის მოადგილედ. 2015-2016 წლებში საქმიანობა განაგრძო შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველო ხაშურის რაიონული სამმართველო უფროსის პოზიციაზე. 2016-2018 წლებში ეკავა შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის კასპის რაიონული სამმართველოს უფროსის თანამდებობა. 2018 წელს დაინიშნა შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს უფროსის პოზიციაზე.

2018-2019 წლებში საქმიანობა განაგრძო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე.

ვაჟა სირაძე 2015 და 2018 წელს შინაგან საქმეთა მინისტრმა დააჯილდოვა მედლით - „მამაცობისთვის“.

იხილეთ ვიდეო: საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსად ვაჟა სირაძე დაინიშნა

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს