მაღალი თანამდებობის პირი - აშშ დარწმუნებულია, რომ რუსეთში მომხარი აფეთქება კრემლის ზებგერით საკრუიზო სარაკეტო პროგრამასთანაა დაკავშირებული

აშშ დარწმუნებულია, რომ გასულ კვირას რუსეთში მომხდარი აფეთქება კრემლის ზებგერით საკრუიზო სარაკეტო პროგრამასთან იყო დაკავშირებული, - სააგენტო „როიტერსის“ ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურმა პირმა განაცხადა.

ოფიციალურმა პირმა, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა, განაცხადა, რომ ამ ეტაპისთვის ვაშინგტონი მზად არაა დანამდვილებით განაცხადოს, რომ ეს იყო ატომური აფეთქება, თუმცა დარწმუნებულია, რომ ის რადიოაქტიურ ელემენტებს შეიცავდა.

მისივე თქმით, აფეთქება, სავარაუდოდ, რუსეთის პროგრამის პოტენციურად მნიშვნელოვანი წარუმატებელობა იყო, თუმცა გაუგებარი რჩება ის რაკეტის გაშვების მარცხისგან იყო გამოწვეული, თუ არა.

მისივე განმარტებით, რუსეთის ძალისხმევა, განავითაროს ზებგერითი საკრუიზო რაკეტები, აჩენს კითხვებს, გაგრძელდება თუ არა კიდევ 5 წლით ატომური შეთანხმება, ე.წ. New Start, რომელიც 2021 წლამდეა ძალაში.

8 აგვისტოს რუსეთის არხანგელსკის ოლქში სამხედრო პოლიგონზე მომხდარი აფეთქების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა. „როსატომის“ ცნობით, ინციდენტი რაკეტის გამოცდის დროს მოხდა. გაჩნდა ეჭვი, რომ აფეთქებისას რადიაციის გაჟონვა მოხდა, თუმცა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ეს ინფორმაცია მაშინვე უარყო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა