თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას საქმეზე მორიგი სხდომა გაიმართება. სხდომა 15:00 საათზეა ჩანიშნული.
წინა სხდომა 5 აგვისტოს გაიმართა. როგორც მიხეილ კალანდიას ადვოკატმა, ანი კოტეტიშვილმა განაცხადა, სასამართლო პროცესები, შესაძლოა, ნაწილობრივ გაიხსნას.
"დაცვის მხარემ თავდაპირველად მხარი დაუჭირა, რომ სხდომა სრულად ყოფილიყო დახურული, თუმცა, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე და თავად მიხეილ კალანდიას სურვილით, რომ მისი სასამართლო სხდომები საჯარო იყოს, მოვითხოვეთ სხდომის გახსნა.
ის მზად არის ღიად, სასამართლო სხდომაზე იქნეს მისი საქმე განხილული. მას დასამალი საზოგადოებასთან არაფერი აქვს და სურს, სასამართლო სხდომები გაიხსნას.
თუ სასამართლო სხდომაზე არასრულწლოვანი მოწმე იქნება მოსული, სხდომა დახურულ რეჟიმში გაგრძელდება. თუ სრულწლოვანი მოწმე იქნება, დაცვის მხარე კიდევ ერთხელ დააყენებს შუამდგომლობას გახსნასთან დაკავშირებით", - განაცხადა კოტეტიშვილმა.