„რადიო თავისუფლების“ ყოფილი პრეზიდენტი -  საქართველო ცდილობდა, შეექმნა მოქნილი, დასავლური დემოკრატია - ვფიქრობ, რუსეთმა ეს პროცესი ეფექტურად შეაჩერა

საქართველო ცდილობდა, შეექმნა მოქნილი, დასავლური დემოკრატია. ვფიქრობ, რუსეთმა ეს პროცესი ეფექტურად შეაჩერა, - ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ყოფილმა პრეზიდენტმა ჯეფრი გედმინმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებს. მისი თქმით, რუსეთმა ამ ომით ტერიტორია მონიშნა და თქვა, რომ ამ საკითხზე საუბარს არ აპირებს. ამასთან, ჯეფრი გედმინი ფიქრობს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის საქართველო პრიორიტეტს არ წარმოადგენს.

„რუსეთი თავს დაესხა საქართველოს და მისი ტერიტორიის ნაწილის ოკუპაცია მოახდინა. ეს კი იმის გამო მოხდა, რომ რუსეთი იმპერიის აღდგენას ცდილობს - საჭიროების შემთხვევაში ძალის გამოყენებით. ამ მხრივ, საქართველო მტკივნეული მაგალითია. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად არასწორი, პრობლემური და არასრული იყო საქართველოში მიმდინარე პროცესები მაშინ. ეს იყო ქვეყანა, რომელიც დასავლეთისკენ, ნატოსკენ, ევროკავშირისკენ მიიწევდა. საქართველო ცდილობდა, შეექმნა მოქნილი, დასავლური დემოკრატია. ვფიქრობ, რუსეთმა ეს პროცესი ეფექტურად შეაჩერა.

მას შემდეგ ბევრი რამ მოხდა მსოფლიოშიც, ამერიკაშიც. დღეს ამერიკაში გვყავს პრეზიდენტი, რომლისთვისაც საქართველო პრიორიტეტი, სავარაუდოდ, არ არის. ფაქტი კი ისაა, რომ რუსეთმა ტერიტორია მონიშნა და თქვა: „ეს ჩემი სამეზობლოა და არის საკითხები რომლებზე საუბარსაც არ ვაპირებთ”; ეს ფაქტია,” - განაცხადა ჯეფრი გედმინმა.

გედმინი აღნიშნავს, რომ ის ნატოს ღია კარის პოლიტიკას მხარს უჭერს. მისი თქმით, ადრე თუ გვიან მსოფლიო შეიცვლება და საქართველო ამისთვის მზად უნდა იყოს.

„მე ნატოს ღია კარის პოლიტიკას მხარს ვუჭერ. მხარს ვუჭერ ქართველ ხალხს, რომელსაც უნდა, რომ დემოკრატიული ქვეყნების ოჯახის თანასწორი წევრი იყოს. მაგრამ, ამ ეტაპზე, ამისთვის კარგი დრო არ არის. ამიტომ უნდა ვიბრძოლოთ, ვიბრძოლოთ და ვიბრძოლოთ მოთმინებით და შეუდრეკელად იმ დრომდე, სანამ გარემოებები არ შეიცვლება რამდენიმე წელში. იბრძოლეთ, შეინარჩუნეთ მოტივაცია, სიმტკიცე, მოთმინება, მოიზიდეთ ინვესტიციები, გაამყარეთ ურთიერთობები მოკავშირეებთან. არავინ იცის როგორი იქნება მსოფლიო 3, 5, 10 წელში. მაგრამ როცა მსოფლიო შეიცვლება, საქართველო მზად უნდა იყოს,“ - განაცხადა ჯეფრი გედმინმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს