1-ლი მაისიდან დღემდე უკანონო თევზჭერის 147 ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2019 წლის 1-ლი მაისიდან დღემდე, უკანონო თევზჭერის 147 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს 93 ფაქტი შეიცავდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტიდან აცნობეს, უკანონო თევზჭერის ყველაზე მეტი, 47 ფაქტი იმერეთში დაფიქსირდა, ქვემო ქართლში - 18, კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 14, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 12. შიდა ქართლში უკანონო თევზჭერის 10 ფაქტი გამოვლინდა, გურიაში - 9 ფაქტი, მცხეთა-მთიანეთში - 8. აჭარაში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის 7 ფაქტი გამოავლინეს, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთში - 3, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე უკანონო თევზჭერის 5 ფაქტი გამოვლინდა, ხოლო შავ ზღვაზე - 4 ფაქტი. 2019 წლის 1-ლი მაისიდან დღემდე, თბილისში გამოვლენილია უკანონო თევზჭერის 10 ფაქტი.

ჯამში, უკანონოდ მოპოვებული თევზის ოდენობამ 165კგ.-მდე შეადგინა.

უწყების ცნობით, უკანონო თევზჭერის იარაღები დაილუქა, საქმის მასალები გადაგზავნილია შესაბამის უწყებებში. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები აგრძელებენ პრევენციულ ღონისძიებებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა