მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილმა კარიერა შესაძლოა, სერბეთში განაგრძოს

მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილმა კარიერა შესაძლოა, სერბეთში განაგრძოს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ დათუნაშვილმა განუცხადა, „სერბები ყველანაირად ეხმარებიან, რომ მათი ქვეყნის სახელით იასპარეზოს“.

„2 კვირის წინ სერბეთში ვიყავი ჩასული და შეკრებაც გავიარე სერბებთან ერთად. ისინი ყველანაირად მეხმარებიან, რომ ამ ქვეყნის სახელით ვიასპარეზო და ვნახოთ... მე ვარჯიშს ვაგრძელებ. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად საქართველოს სახელით ჭიდაობის უფლება მაქვს, გეგა გეგეშიძესთან { ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი} მომხდარი ინციდენტის შემდეგ არც ერთ შეჯიბრზე არ გამოვსულვარ. ეს ჩემი გადაწყვეტილებაა და აღნიშნული გადაწყვეტილება სწორედ გეგეშიძესთან ინციდენტის შემდეგ მივიღე,“-განაცხადა ზურაბ დათუნაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 11 იანვარს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატის ფინალის დღეს სპორტის სასახლეში დაპირისპირებისას მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე ფიზიკურად გაუსწორდა. მომხდარზე გამოძიება დაიწყო და გეგეშიძე დააკავეს, თუმცა მოგვიანებით გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. თავის მხრივ, დათუნაშვილი გეგა გეგეშიძის გადადგომას ითხოვს, თუმცა გეგეშიძე პოსტზე ამ დრომდე რჩება.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა